კიტრისა და საზამთროს მარგარიტა

 მასალა:
• კურკაგამოცლილი საზამთროს ნაჭრები - 4 ჭიქა
• 1 საშუალო კიტრი (გაფცქვნილი და უხეშად დაჭრილი)
• 1 გახეხილი ლაიმი და ½ ლაიმის წვენი
• ¼ ჭიქა უხეში მარილი
• 30 გრ. სიროფი ან თაფლი
• 100 გრ. თეთრი ტეკილა

მომზადების წესი:
1. დააბლენდერეთ საზამთრო და კიტრი. მიღებული მასა გაწურეთ საწურში და წვენი მოათავსეთ მაცივარში.
2. გახეხილი ლაიმის კანი მოათავსეთ თეფშზე და შეურიეთ უხეში მარილი.
½ ჭიქა უკვე გამზადებულ კიტრისა და საზამთროს წვენს შეურიეთ ლაიმის წვენი, დაამატეთ სიროფი (ან თაფლი), ტეკილა და ჩაასხით ყინულით სავსე შეიკერში. ენერგიულად შეანჯღრიეთ, კარგად რომ გაცივდეს.
აიღეთ მარტინის ჭიქა. ჭიქის ზედაპირი ამოავლეთ თეფშზე გამზადებულ ლაიმისა და მარილის ნარევში.
შეიკერში გამზადებული მარგარიტა ჩაასხით
ჭიქაში და ისიამოვნეთ!

კომენტარები