საქართველოში ამჟამად მიმდინარე სექსუალური ქცევის შემსწავლელი კვლევის თანახმად, წარმოდგენა სექსუალური რევოლუციის შესახებ ხშირად ბუნდოვანია. თუმცა, ადამიანები რაღაც ცვლილებას აშკარად ხედავენ. იმის გადასაწყვეტად, მომხდარია თუ არა ეს ყბადაღებული სექსუალური რევოლუცია საქართველოში, ჯერ უნდა გავარკვიოთ, რა არის იგი და რა კრიტერიუმებს გულისხმობს.
1960-იან წლებში, დასავლურ სამყაროში, შეიცვალა საზოგადოებრივი აზრი სექსუალურ ურთიერთობებზე. ახალგაზრდები გამოვიდნენ შეზღუდული და კონფორმისტული საზოგადოების - როგორც ისინი მას ახასიათებდნენ - წინააღმდეგ იმ რწმენით, რომ სექსის უარყოფა ან რეპრესირება არ შეიძლება, რადგან ის ბუნებრივი, ბიოლოგიური მოვლენაა. სწორედ ამ მოძრაობას ეწოდა სექსუალური რევოლუცია. იგი ახალმა დრომ განაპირობა: კონტრაცეპტივის გაჩენამ და აბორტის ლეგალიზაციამ თავისუფალი გახადა ქორწინებამდელი სექსუალური ურთიერთობები. ამასთან, თუ ადრე საზოგადო მორალურობა მკაცრად ზღუდავდა ღია დისკუსიას სექსუალობაზე, განსაკუთრებით ისეთ ქცევებზე, რომლებიც გამრავლებამდე არ მიდიოდა, სექსუალურმა რევოლუციამ მოხსნა ეს ტაბუ.
თუმცა, სექსუალური რევოლუციის დასამკვიდრებლად საკმარისი არ აღმოჩნდა ინდუსტრიისა და მედიცინის განვითარება. ის შესაძლებელი გახდა მხოლოდ დასავლეთის მდიდარ ქვეყნებში, განსაკუთრებით ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ლიბერალურ ქვეყნებში, სადაც სოციალურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ გზა დაუთმო პიროვნულ თავისუფლებას. ამით აიხსნება ის ფაქტიც, რომ საბჭოთა კავშირში „სექსი არ იყო”. მთელი პროპაგანდა იქმნებოდა თავშეკავებულობისა და იმ აზრის დასამკვიდრებლად, რომ სქესობრივი აქტის ერთადერთი ფუნქცია გამრავლებაა. სექსი შემთხვევით არ ქცეულა კონტროლის საგნად: ამით შესაძლებელი იყო სხვა სადავეების ხელში ჩაგდება ანუ ტოტალიტარული რეჟიმის გამყარება. სქესობრივი აქტი ხომ ადამიანთა ურთიერთობების უნივერსალური მოდელია და სხვა ასპექტების ანალიზის საშუალებასაც იძლევა. დღეს უკვე აღარავინ კამათობს, რომ სექსუალური ცხოვრება არა მარტო გვარის გაგრძელების საშუალებაა, არამედ კულტურაც, რომელიც უნდა განვითარდეს.
რა ხდება საქართველოში? ერთი შეხედვით, ყველაფერი კარგადაა: სხვაგან თუ არა, თბილისში მაინც იცვამენ „სექსუალურად”, აღარც ზღვის სანაპიროზე დადიან ქალები ჩაცმულები და სექსზე ლაპარაკიც „მოსულა”. მეტიც, ახალგაზრდებში არის ტენდენცია, რომ მაქსიმალურად გაემიჯნონ ტრადიციულ უსექსობას და პრაქტიკაშიც განახორციელონ ის, რასაც ქადაგებენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, არის კატეგორია, რომლისთვისაც სექსი თვითმიზანია. მაგრამ განა შეიძლება, მივიჩნიოთ ეს სექსუალურ რევოლუციად? ამის საფუძველი არ გვაქვს მანამ, სანამ საზოგადოების შეფასებები უცვლელია და არსებობს ძალიან ბევრი დასაქორწინებელი წყვილი, რომელსაც „ყველაფერი აქვს, სექსის გარდა”. სექსი ჯერ კიდევ ტაბუდადებულია. სხვა თუ არაფერი, ფაქტია, რომ ყველაზე მხიარული და სიცოცხლით სავსე ქალიც კი - აღარაფერს ვამბობ არასახარბიელო სოციალურ სტატუსებსა და ასაკზე - შეიძლება დარჩეს მარტო და, უმეტეს შემთხვევაში, გამოუცდელი.
გასაკვირი არაფერია. ქვეყანაში, სადაც ჩაკეტილი საზოგადოებაა და ადამიანის ელემენტარული უფლებები ილახება, არ ხარობს თავისუფლება, არც კრეატიულობა და არც სიყვარული. არ ხდება განვითარება, ყველაფერი ერთ ადგილზე იყინება. შეყვარებულ წყვილებს, რატომღაც, უფუჭდებათ ურთიერთობა და ეს სულაც არ არის თავად გრძნობის, სიყვარულის ბრალი. მას სჭირდება გარკვეული პირობები და არა მხოლოდ მატერიალური: სიყვარული, უბრალოდ, შეუძლებელია პიროვნული თავისუფლების გარეშე.
აი, სად უჭირს ჩვენს ქვეყანას. ჩაკეტილობა და კომპლექსები პიროვნული თავისუფლების (და, შესაბამისად, სიყვარულის განვითარების) საშუალებას არ იძლევა. არც მკაცრი კონტროლი - როგორიც გვჩვევია, არც სხვისი ცხოვრებით ცხოვრება და გამუდმებული ზრუნვა იმაზე, თუ „რას იტყვის ხალხი”. აღიარებენ თუ არა, სინამდვილეში მაინც ყველა აქცევს ამას ყურადღებას, განსაკუთრებით რაციონალური ხალხი - მათ იციან, რომ საზოგადოებასთან განხეთქილება უბედურების საწინდარია. ის ადამიანები კი, ვინც ამაზე არ ფიქრობს, ინერციით მიჰყვებიან ცხოვრების იმავე დინებას მანამ, სანამ ჯოჯოხეთში არ გამოირიყებიან. რატომ? დღევანდელი სოციალური ჩარჩო ადამიანის ბუნებაზე არაა მორგებული და არათუ არ უშვებს თავისუფლებას, არამედ სულისშემხუთველად ზღუდავს მას. ისე რომ, ვერც კი გრძნობ, როგორც უკიდურესი ტკივილის მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ვერ გრძნობს ტკივილს. ასეთ ჩარჩოში პიროვნულ თავისუფლებას ბედნიერება არ უწერია: ადამიანს უწევს სასტიკი, მუდმივი და უთანასწორო ბრძოლა, რომელიც ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს. მაგრამ სწორედ ეს არის მისი ბედნიერების ერთადერთი გზა. სხვა შემთხვევაში, მან საკუთარ თავზე უნდა თქვას უარი. ვისაც ამის ენერგია არა აქვს, ის თავის თავს ცოცხლად აღმოაჩენს სამარეში, ხოლო ვისაც აქვს საკმარისი ძალა, ყველა გმირია.
ავიღოთ სტანდარტული მაგალითი. გოგონას მოსწონს ბიჭი, მაგრამ ოჯახის წევრი ან ახლობელი აგრძნობინებს, რომ ის არ მიესალმება მის არჩევანს, უფრო სწორად, მის გადაწყვეტილებას, რომ ამ ბიჭთან საერთოდ რაიმე ურთიერთობა იქონიოს, სექსზე აღარაა ლაპარაკი. ჩვენთან სხვის აზრს იმდენად დიდი გავლენა აქვს ადამიანზე, რომ ხშირად ასეთი პოტენციური ურთიერთობები თავში აზრადაც არ მოდის. აი, დაახლოებით ამგვარია ბრძოლა, რომელიც ადამიანს უწევს დღევანდელ პირობებში - იქნება ის გოგო თუ ბიჭი. პირველი ნაბიჯის სხვა მიმართულებით გადადგმა არაგონივრულია, რადგან რისკთანაა დაკავშირებული: საზოგადოება ვერ იტანს განსხვავებულებს, ვერ პატიობს სხვას იმას, რაც თვითონ არა აქვს.
მაშ, როგორ უნდა ვიბრძოლოთ? ვინ უნდა გამოასწოროს ეს მდგომარეობა? როგორ უნდა შევქმნათ ღია საზოგადოება? ასეთ რთულ თემებზე ბევრი იწერება, ტარდება კვლევები, არსებობს მეცნიერული ნაშრომები... იმისთვის, რომ ბოლოს ყველაზე მარტივ პასუხამდე მივიდეთ, ჩვენ თავად უნდა ვიყოთ პასუხისმგებლები საკუთარ ქცევაზე, გავაკეთოთ არჩევანი საკუთარი სურვილისა და შეხედულებისამებრ და ვაცადოთ სხვებსაც. ასეთი დამოკიდებულება სასიკეთოდ დაგვიბრუნდება უკან. როგორც მერაბ მამარდაშვილი ამბობს, მოიქეცი თავისუფლად კონკრეტულ და მცირე აქტებში და იქნები თავისუფალი.