ფალსიფიკატორებო ყველა ქვეყნისა შეერთდით!

აბა, ნაღდ ტო­მის 80 ლა­რად ვინ მოგ­ცემს? - მსგავს ფრა­ზებს ხში­რად გა­ი­გო­ნებთ თბი­ლი­სის ბაზ­რო­ბებ­სა და პა­სა­ჟებ­ში. დახ­ლე­ბი და მა­ღა­ზი­ე­ბი სავ­სეა ნა­წარ­მით, რო­მელ­საც ცნო­ბი­ლი ბრენ­დე­ბის ლო­გო­ე­ბი ამ­შ­ვე­ნებს. თუმ­ცა, საკ­მა­რი­სია გამ­ყიდ­ველს ჩა­ე­კითხო და ისიც უმალ აღი­ა­რებს, რა თქმა უნ­და, ყვე­ლა­ფე­რი ყალ­ბი­ა­ო; რო­გორც ჩვენ­ში იტყ­ვი­ან, „პატენტია”.
ჩვენს ბა­ზარ­ზე „პატენტები” იმ­დე­ნად გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი­ა, რომ აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა თხოვ­ნა: „იყოს თურ­ქუ­ლი, ოღონდ დოლ­ჩე გა­ბა­ნა არ ეწე­როს”. გამ­ყალ­ბებ­ლე­ბი იმ­დე­ნად გა­თა­მა­მე­ბუ­ლან, რომ ლო­გო­ებს ცვლი­ლე­ბე­ბის გა­რე­შე იყე­ნე­ბენ; იშ­ვი­ა­თად თუ შეხ­ვ­დე­ბით ისეთ წარ­წე­რებს, რო­გო­რი­ცაა „adibas” ან „fuma”.
ძნე­ლი სათ­ქ­მე­ლი­ა, ყალ­ბი ტან­საც­მ­ლი­სა თუ ფეხ­საც­მ­ლის რა ნა­წი­ლი რო­მე­ლი ქვეყ­ნი­დან შე­მო­დის და რას აწარ­მო­ე­ბენ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ის კი აშ­კა­რა­ა, რომ ბა­ზარს კონ­ტ­რო­ლი აკ­ლი­ა. უცხო­ე­ლე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, საჩ­ვე­ნე­ბე­ლი აქ­ცი­აც არ გვი­ნა­ხავს, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბულ ნა­წარმს სატ­კეპ­ნი მან­ქა­ნე­ბით გა­და­უვ­ლიდ­ნენ ან დაწ­ვავ­დ­ნენ გი­გან­ტურ ღუ­მელ­ში.
ყალ­ბი ტან­საც­მე­ლი მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი პრობ­ლე­მა არ არის. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტის კვლე­ვის თა­ნახ­მად, მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით, ნა­ვაჭ­რის 7%-მდე ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბულ ნა­წარ­მ­ზე მო­დის. ჯა­მუ­რი და­ნა­კარ­გი წე­ლი­წად­ში 250 მი­ლი­არდ აშშ დო­ლარს აღ­წევს. ამას­თან, ყალ­ბი პრო­დუქ­ცი­ის და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი სწო­რედ ტან­საც­მე­ლი და აქ­სე­სუ­ა­რე­ბი­ა. მხო­ლოდ ნიუ იორ­კ­ში, რე­ი­დე­ბის ერ­თ­-ერ­თი სე­რი­ის შე­დე­გად, 200 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ყალ­ბი ტან­საც­მე­ლი ამო­ი­ღეს.
ცალ­სა­ხა არ არის ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბულ პრო­დუქ­ცი­ას­თან ან მის გა­მავ­რ­ცე­ლებ­ლებ­თან მოპყ­რო­ბის სტან­დარ­ტე­ბი. აშ­შ­-­ში მი­ღე­ბუ­ლია გა­ყიდ­ვი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ტან­საც­მ­ლის სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ­თათ­ვის გა­და­ცე­მა ან ღა­რიბ ქვეყ­ნებ­ში გაგ­ზავ­ნა. ამის­თ­ვის საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი გა­ყალ­ბე­ბუ­ლი ბრენ­დის მფლო­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის­გან ნე­ბარ­თ­ვას იღე­ბენ და პრო­დუქ­ცი­ას ლო­გო­ებს აშო­რე­ბენ. შარ­შან ამ გზით ტო­ნო­ბით ტან­საც­მე­ლი შეგ­როვ­და მი­წის­ძ­ვ­რით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ჰა­ი­ტე­ლე­ბის­თ­ვის. წლის ბო­ლოს რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია ამე­რი­კულ პრე­სა­ში გა­ჩე­ნილ­მა ცნო­ბამ, რომ ნიუ იორ­კის პო­ლი­ცი­ამ „12 ტრე­ი­ლე­რი უხ­მა­რი ტან­საც­მე­ლი და ფეხ­საც­მე­ლი” გა­ა­ნად­გუ­რა. პო­ლი­ცი­ას თა­ვის მარ­თ­ლე­ბამ მო­უ­წია იმის გა­მო, რომ უფა­სო ტან­საც­მ­ლის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­გან ნა­წარ­მის გა­და­ცე­მის თხოვ­ნა არ მი­უ­ღი­ა. ცნო­ბი­ლი­ა, რომ არა­ერ­თი მწარ­მო­ე­ბე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლარს სწი­რავს ფალ­სი­ფი­კა­ცი­ას­თან ბრძო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბის იმე­დით.
ზოგ­ჯერ და­ნა­შა­ულ­ში მსხვი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბიც არი­ან გა­რე­უ­ლი. რამ­დე­ნი­მე წლის წინ იტა­ლი­ურ­მა ფენ­დიმ ტყა­ვის ყალ­ბი ნა­წარ­მის გავ­რ­ცე­ლე­ბის­თ­ვის ამე­რი­კის უდი­დეს მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ ვოლ­-­მარტს უჩივ­ლა. და­ვა შე­თან­ხ­მე­ბით დას­რულ­და: ვოლ­-­მარ­ტ­მა და­ზა­რა­ლე­ბულ მო­დის სახლს პრო­ცე­სის შე­ჩე­რე­ბის სა­ნაც­ვ­ლოდ სა­ი­დუმ­ლოდ შე­ნა­ხუ­ლი თან­ხა გა­დას­ცა. ტი­ფა­ნის ანა­ლო­გი­უ­რი სარ­ჩე­ლი უდი­დე­სი ინ­ტერ­ნე­ტა­უქ­ცი­ო­ნის - ი-­ბე­ის წი­ნა­აღ­მ­დეგ აქვს შე­ტა­ნი­ლი; გუ­ჩი ერ­თ­დ­რო­უ­ლად 100-ზე მეტ ინ­ტერ­ნეტ­მა­ღა­ზი­ას უჩი­ვის.
მძი­მე შე­დე­გე­ბით შე­იძ­ლე­ბა დას­რულ­დეს უფ­რო მცი­რე მას­შ­ტა­ბის თაღ­ლი­თო­ბა. შარ­შან ბრი­ტა­ნე­თის 27 წლის მო­ქა­ლა­ქე ინ­ტერ­ნე­ტით 15,000 ფუნ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ყალ­ბი პრო­დუქ­ცი­ის გა­ყიდ­ვის მცდე­ლო­ბა­ში გა­მო­ი­ჭი­რეს. თაღ­ლითს ორ­წ­ლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა, 200 დღე აუნაზღა­უ­რე­ბე­ლი შრო­მა და სა­მი თვე სა­ღა­მო­ო­ბით სახ­ლი­დან გა­უს­ვ­ლე­ლო­ბა მი­ე­სა­ჯა.
სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ისე­ვე რო­გორც სხვა ქვეყ­ნებ­ში, ბა­ზარ­ზე ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის კონ­ტ­რო­ლი მეტ­წი­ლად მომ­ხ­მა­რებ­ლებ­სა და დის­ტ­რი­ბუ­ტო­რებ­ზე არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. გამ­ყიდ­ვე­ლი ვალ­დე­ბუ­ლი­ა, შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გ­ლებ­ში, გა­და­ა­მოწ­მოს სა­ქო­ნე­ლი და თუ სი­ყალ­ბეს აღ­მო­ა­ჩენს, მას­ზე უარი თქვას. წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მომ­ხ­მა­რებ­ლის მი­ერ სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნას შე­იძ­ლე­ბა გამ­ყიდ­ვე­ლის დას­ჯა მოჰ­ყ­ვეს. თუმ­ცა, საქ­მის სა­სა­მარ­თ­ლომ­დე მი­ტა­ნის მო­ტი­ვა­ცი­ა, რო­გორც ჩანს, ცო­ტას თუ აქვს. და­ბა­ლია ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის ხა­რის­ხიც. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ახალ­გაზ­რ­და იურის­ტ­თა ასო­ცი­ა­ცი­ა­ში (საია) ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის გა­ყიდ­ვის­თ­ვის დას­ჯის ვერც ერთ შემ­თხ­ვე­ვას ვერ იხ­სე­ნე­ბენ. სა­ი­ა­ში ზუს­ტად ვერც იმას ამ­ბო­ბენ, რა სას­ჯე­ლი შე­იძ­ლე­ბა და­ე­კის­როს გამ­ყიდ­ველს.
შე­და­რე­ბით ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლია კონ­ტ­რო­ლი ქვეყ­ნის საზღ­ვარ­ზე. სა­ბა­ჟო სამ­სა­ხუ­რი ვალ­დე­ბუ­ლი­ა, ქვე­ყა­ნა­ში რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი ყვე­ლა ბრენ­დის ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ნა­წარ­მის შე­მო­ტა­ნა აღ­კ­ვე­თოს. თუმ­ცა, ფი­ნან­ს­თა სა­მი­ნის­ტ­როს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­შიც, რო­მელ­საც უშუ­ა­ლოდ ეხე­ბა კონ­ტ­რო­ლის ეს ფორ­მა, ვერ ასა­ხე­ლე­ბენ ყალ­ბი ტან­საც­მ­ლის ამო­ღე­ბის ვერც ერთ კონ­კ­რე­ტულ ფაქტს. ეს არც არის დი­დად გა­საკ­ვი­რი, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ ტან­საც­მ­ლის რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი ბრენ­დი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მხო­ლოდ სა­მი­ა: პრო­მო­დი, კოპ­-­კო­პე­ნი და ზე­ნი­ა. რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი სა­ვაჭ­რო ნიშ­ნე­ბის მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა კომ­პა­ნი­ე­ბის და­ბალ ინ­ტე­რეს­ზე მეტყ­ვე­ლებს. ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის ობი­ექ­ტე­ბის რე­ეს­ტ­რ­ში ბრენ­დის შე­სა­ტა­ნად გა­ნაცხა­დი მის­მა მფლო­ბელ­მა კომ­პა­ნი­ამ უნ­და გა­ა­კე­თოს. რო­გორც ჩანს, ისე­ვე რო­გორც სხვა პრო­დუქ­ცი­ის, ტან­საც­მ­ლის მსხვილ მწარ­მო­ებ­ლებს ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ფალ­სი­ფი­კა­ცი­ას­თან აქ­ტი­უ­რად ბრძო­ლა ჯერ­ჯე­რო­ბით არ უღირთ. ამი­ტომ, თუ არ გსურთ, მო­დის მოყ­ვა­რულ­მა რო­მე­ლი­მე ნაც­ნობ­მა უეც­რად „ჩაგჭრათ”, სულ ცო­ტა, საყ­ვა­რე­ლი ბრენ­დე­ბის კო­ლექ­ცი­ე­ბის ინ­ტერ­ნეტ­ში თვა­ლი­ე­რე­ბა მო­გი­წევთ.



 

კომენტარები