გამოცხადებული ღალატის ქრონიკა

კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ფასეულობებისთვის არაერთხელ გადაუხედავთ, მაგრამ ვერ ვიხსენებ დროს, როდესაც ქვეყნის მტერთან, მოქმედ მტერთან, სამხედრო კონფლიქტის დროს, მტრის მთავარ კაცს და კაცებს, იმპერატორს, შაჰს, ფარაონს, მეფეს, მთავარსარდალს, სახელმწიფოს მეთაურს, პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს გარიგებაზე ელაპარაკო, მადლობა უხადო, ქვეყნის მომავალ განვითარებაზე მასთან ერთად იფიქრო და ასეთი საქციელი ყველგან და ყოველთვის ღალატად არ ითვლებოდეს. ღ-ა-ლ-ა-ტ-ა-დ!!!

ასე რომ, როგორც არ უნდა მოატრიალო, ამას მომავალშიც ღალატი ერქმევა. რომც მოხვიდეთ ხელისუფლებაში, თქვენ, ვინც ფიქრობთ, რომ ეს ღალატი კი არა პატრიოტული ქცევაა, ქვეყნის უკეთესი და რაც მთავარია, ღირსეული მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯია, ასეთ საქციელს მაინც ღალატი ერქმევა. ხომ გახსოვთ, საბჭოთა საქართველოს დროსაც ღალატი ერქვა.

ნამდვილი პოლიტიკოსისთვის, ხალხის ლიდერისთვის, გაცილებით მოგებიანია, თუნდაც მხოლოდ პოლიტიკური კარიერის თვალსაზრისით, თავის ქვეყანაში იჯდეს ციხეში, ვიდრე მტრის დახმარებით მმართველის ტახტზე ნებივრობდეს. თუ პოლიტიკოსი ხარ, ჩაჯექი, თუნდაც ცამდე მართალი იყო, გაწვალდი, დაიტანჯე, გამოიბრძმედე, დივიდენდები დააგროვე წარმატებული, პრინციპული, ღირსეული პოლიტიკისთვის, ოღონდ მტერს არ გაურიგდე. ხალხი დაგაფასებს!

თუ შენ ნამდვილი პოლიტიკოსი ხარ და შენი სახელმწიფოს ინტერესებს იცავ, მაშინ ქვეყანაში პატრიოტულ გრძნობებს (უპირველესად, გარეშე მტრებისგან ქვეყნის თავისუფლების დაცვას ვგულისხმობ) ხელს უნდა უწყობდე და არა პირიქით. ეს იმიტომ, რომ საზოგადოებაში პატრიოტიზმის მაღალი გრადუსი შენი ძალაა პოლიტიკური გამოწვევების წინააღმდეგ. მნიშვნელობა არ აქვს, ხელისუფლებაში ხარ თუ ოპოზიციაში, თუ ასე არ იქცევი, ესე იგი, ამ საზოგადოებაზე გათვლები არ გაქვს. მაშინ ვისი იმედი გაქვს?

თუ ფულმა ან უფულობამ თავბრუ დაგახვია და მეხსიერება წაგიშალა, შენთვის ან თქვენთვის უკეთესად გასაგებ ენაზე კიდევ ერთხელ გაგახსენებთ, რომ Патриоти́зм (греч. πατριώτης — соотечественник, πατρίς — отечество) — нравственный и политический принцип, социальное чувство, содержанием которого является любовь к отечеству и готовность подчинить его интересам свои частные интересы. Патриотизм предполагает гордость достижениями и культурой своей Родины, желание сохранять её характер и культурные особенности и идентификация себя с другими членами народа, готовность подчинить свои интересы интересам страны, стремление защищать интересы Родины и своего народа.
აგრეთვე: Виды патриотизма
полисный патриотизм — существовал в античных городах-государствах (полисах);
имперский патриотизм — поддерживал чувства лояльности к империи и её правительству;
этнический патриотизм (национализм) — в основании имеет чувства любви к своему народу;
государственный патриотизм — в основании лежат чувства любви к государству.
квасной патриотизм (ура-патриотизм) — в основании лежат гипертрофированные чувства любви к государству и своему народу. (რუსული ვიკიპიდია. პატრიოტიზმი.) რომელი виды მოგესადაგებათ, თავად გადაწყვიტეთ.

მოკლედ, თუ ამას წაიკითხავ ან წაიკითხავთ, ვინც ხართ მანდ, იცოდეთ, რომ ამ ქვეყანაში უმრავლესობა ასე ფიქრობს. არა იმიტომ, რომ ყველა მიშისტია, არამედ იმიტომ, რომ ვერ ვიხსენებ დროს, როდესაც ქვეყნის გარეშე მტერთან, მოქმედ მტერთან, სამხედრო კონფლიქტის დროს მტრის მთავარ კაცს და კაცებს, იმპერატორს, შაჰს, ფარაონს, მეფეს, მთავარსარდალს, სახელმწიფოს მეთაურს, პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს გარიგებაზე ელაპარაკო, მადლობა უხადო, ქვეყნის მომავალ განვითარებაზე მასთან ერთად იფიქრო და ამას ღალატი არ ერქვას. ღ-ა-ლ-ა-ტ-ი!!!

[email protected]

კომენტარები