ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყებიდან 20 წელი გავიდა — ისტორია ფოტოებში1990-იანი წლების პირველ ნახევარში, საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად, თითქმის ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობები წარმოიშვა. მათ შორის ეროვნული მოძრაობები წარმოიშვა სხვადასხვა რესპუბლიკების შემადგენლობაში შემავალ ავტონომიურ ერთეულებში. ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩეჩნეთის ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა იყო.