ალექსანდრე კახა ლომაია

ალექსანდრე (კახა) ლომაია იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან 2009–2013 წლებში. ამ დიპლომატიურ პოსტზე დანიშვნამდე ის იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. სანამ საქართველოს მთავრობის წევრი გახდებოდა, ა. ლომაია მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში, ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, „დემოკრატიული კოალიციის პროექტის“ რეგიონული დირექტორისა და „ევრაზიის ფონდის“ საქართველოს ოფისის დირექტორის თანამდებობებზე. არის ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. დაჯილდოებულია წმინდა გიორგის ორდენით.

ავტორის სტატიები