თვითრეგულირება

2009 წლის 12 მარტს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებულ იქნა დადგენილება "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის" სახით.

"მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლითა და "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის" მე-7 მუხლის საფუძველზე, მაუწყებლებს განესაზღვრათ ვალდებულება, შეექმნათ თვითრეგულირების მექანიზმი.

ა(ა)იპ სამოქალაქო განათლების ფონდს (ტელეკომპანია "ტაბულა") საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების ზედმიწევნითი დაცვით შემუშავებული აქვს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც შეესაბამება მაღალ პროფესიულ სტანდარტებს და ითვალისწინებს საჩივრის ეფექტიანად განხილვის გამჭვირვალე პროცედურას და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში ა(ა)იპ სამოქალაქო განათლების ფონდმა (ტელეკომპანია "ტაბულა") შექმნა დავის განმხილველი ორგანო, რომელიც არსებობს ორი ინსტანციის სახით: პირველი ინსტანცია - "კომისია" და მეორე ინსტანცია "სააპელაციო საბჭო".

დაინტერესებულ პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ სამოქალაქო განათლების ფონდმა (ტელეკომპანია "ტაბულა") დაარღვია "მაუწყებელთა ქცევის კოდექსით" დადგენილი ეთიკური სტანდარტები და მისი უფლებები, შეუძლია მიმართოს მაუწყებელს საჩივრით და მოითხოვოს რეაგირება.

საჩივრის გამოგზავნის სურვილის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს შეუძლია, ჩააბაროს შესაბამისი დოკუმენტაცია თვითრეგულირების მექანიზმის სახელზე შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, მერაბ კოსტავას ქ. 75ბ, ან გაგზავნოს საჩივარი ელექტრონული სახით შემდეგ მისამართზე: [email protected]