გამგეობა

ტაბულა სამოქალაქო განათლების ფონდმა 2010 წელს დააფუძნა. სამოქალაქო განათლების ფონდი არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც 2009 წელს შეიქმნა დასავლური ლიბერალური დემოკრატიის ფასეულობების გავრცელების ხელშესაწყობად. ფონდის გამგეობის წევრები არიან:

თამარა ჩერგოლეიშვილი, ფონდის დამფუძნებელი - ჟურნალისტი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე ევროპის საბჭოში, ხელმძღვანელობდა ევროპის საბჭოს სამართლებრივ ჯგუფს და აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესში სისხლის სამართლის, ეკონომიკური დანაშაულის, კიბერნეტიკული დანაშაულის, ადამიანის უფლებებისა და მედიის კუთხით. თანამშრომლობდა შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტთან პროკურატურის რეფორმის პროცესში. მუშაობდა ამერიკის იურისტთა ასოციაციაში და აქტიური მონაწილეობა მიიღო სასამართლო რეფორმის, მოსამართლეთა ეთიკის და სიტყვის თავისუფლების კანონმდებლობის შექმნის პროცესში. თანამშრომლობდა გაერთიანებული მეთოდისტური ეკლესიის ჰუმანიტარულ მისიასთან. ტაბულას გენერალური დირექტორია მისი დაარსებიდან.

ბექა მინდიაშვილი - თეოლოგი, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) დამფუძნებელი. მისი ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს რელიგიის თავისუფლებისა და ტოლერანტობის კულტურის განვითარების, სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის, უმცირესობების უფლებების დაცვის და სხვა მიმართულებებით. ბექა მინდიაშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა სახალხო დამცველის ოფისში თავისუფლებისა და თანასწორობის უფროსად და ომბუდსმენთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მთავარ ექსპერტად.

გია ნოდია - ფილოსოფოსი და პოლიტოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის (CIPDD) თავმჯდომარე. ეს ორგანიზაცია საჯარო პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე კვლევითი ცენტრია. გარდა აკადემიური სტატიებისა, გია ნოდია ხშირად აქვეყნებს ესეებს მიმდინარე სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურულ პრობლემებზე.

გიგა ზედანია - ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი 2014 წლიდან. მანამდე მუშაობდა ამავე უნივერსიტეტში სხვადასხვა თანამდებობაზე. არის სხვადასხვა წიგნისა და სტატიის ავტორი. მიჰყავდა გადაცემა “ღამის საუბრები” საზოგადოებრივ მაუწყებელზე.

ქეთი დევდარიანი - ფორმულა კრეატივის სცენარისტი. მუშაობს ქვეყნის ყველაზე რეიტინგული სერიალის “ჩემი ცოლის დაქალების” სცენარისტად, რომელიც უკვე მე-11 სეზონია, ეთერშია. სერიალი ხშირად ეხმიანება ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ, პოლიტიკურ თუ კულტურულ მოვლენებს. ის ასევე არის სერიალ “ხელოვნური სუნთქვის” სცენარისტი.

ლევან რამიშვილი - სოციოლოგი. თავისუფლების ინსტიტუტის თავმჯდომარე 1996 წლიდან, მუშაობდა სხვადასხვა მედიაში სხვადასხვა თანამდებობაზე. ამჟამად ტაბულას რედაქტორია. არის ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი ილიასა და თავისუფალ უნივერსიტეტებში.

დავით კოვზირიძე - მწერალი და ჟურნალისტი. გადაცემა “მძიმე კაცთან” ავტორი და წამყვანი. იყო ჟურნალ ტაბულას მესვეტე, ასევე მუშაობდა სპორტულ გამოცემებშიც. დავით კოვზირიძე არის 2 ივნისის მოძრაობის აქტივისტი, რომელიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით მუშაობს.

გიორგი ლიფონავა - რეჟისორი. ამჟამად მუშაობს “ჩემი ცოლის დაქალებზე”, გადაღებული აქვს მრავალი ფილმი, ვიდეორგოლი თუ სერიალი.

ბაადურ მალაზონია - არტ-რედაქტორი. ამ თანამდებობაზე მუშაობდა გამოცემა ტაბულაშიც. ეროვნული ვალუტის დიზაინის ავტორი.

გიორგი ფრუიძე - მარკეტოლოგი. ტაბულას აღმასრულებელი დირექტორი, ასევე არის ფინანსური ინსტიტუტის კომერციული დირექტორი, რომელიც ფაქტორინგულ მომსახურებას უწევს კომპანიებს.

ირაკლი საღინაძე - პროდიუსერი, სცენარისტი, აქტივისტი. ნარკოპოლიტიკის საკითხებზე მომუშავე 2 ივნისის მოძრაობის დამფუძნებელი.

ლექსო მაჭავარიანი - ტაბულას გენერალური პროდიუსერი. სხვადასხვა ART-პროექტის ავტორი. ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხებზე მომუშავე 2 ივნისის მოძრაობის დამფუძნებელი და აქტივისტი, მუშაობდა საგარეო, გარემოს დაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროებში. სტატიების ავტორი სოციალურ-კულტურულ საკითხებზე.

ნინო (ნინი) გოგიბერიძე - იურისტი, ამერიკისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამებში მუშაობის 10 წელიწადზე მეტი გამოცდილებით. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი. ნინი გოგიბერიძე 2010-2013 წლებში იყო ჟურნალ ტაბულას აღმასრულებელი რედაქტორი.

დავით პაიჭაძე - ჟურნალისტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა როგორც ტელე, ასევე რადიო და ბეჭდურ ჟურნალისტიკაში. კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. ამჟამად ის საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოში მუშაობს და ილიას უნივერსიტეტის პროფესორია.