კაპროვანში, ზღვაში მამაკაცი დაიხრჩო, ინფორმაცია ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს. შემთხვევის დროს შტორმის გამო სანაპიროზე აღმართული იყო წითელი ალმები.
მომხდარზე ცნობა თავდაპირველად თათია ნიკოლაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
"რამდენი ხნის მანძილზე ცდილობდნენ მოქალაქეები საკუთარი ძალებით გამოეყვანათ ადამიანი სანაპიროზე წყლიდან, როდის მოვიდა ძვლივს მაშველი რომ გამოეძახა შესაბამისი ტექნიკა, მერე ეს ერთადერთი სამაშველო ტექნიკა როდის მოვიდა, მარტომ ვეღარ იპოვა… ისევ მოქალაქეები დაეხმარნენ. შემდეგ სასწრაფომ ხომ ვერასდროს მოაღწია, ხელოვნურ სუნთქვას უტარებდნენ ადამიანები, სასწრაფო 20-25 წუთის შემდეგ მოვიდა.
ჩემი დიდი პატივისცემა ყველა მაშველს, ვინც მუშაობს, მაგრამ მე მაპატიეთ ეს სპეციალობა, პირველ რიგში ფიზიკურ მომზადებას გულისხმობს და არა იმ მძიმეწონიან, დიდ მუცლიან ხალხს, ძვლივს რომ მიგორავენ სანაპიროზე, არც იმას, სამსახურის უფროსები რომ არიან მომჯდარი ბოლო მოდელ ჯიპებზე, მათი იქ მოსვლა მერე არაფერს შველის… ტექნიკა და შესაბამისი მომზადების ხალხისთვის უნდა იხარჯებოდეს თანხები." - წერს ნიკოლაშვილი, რომელიც მომხდარს შეესწრო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.




