ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, ჰეზბოლას მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული დრონი ქვეყნის ჩრდილოეთ სასაზღვრო დასახლებაში, მეტულაში ჩამოვარდა.
ებრაული მედიის ინფორმაციით, დრონი დასახლებაში ერთ-ერთი სახლის სახურავზე აფეთქდა.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.




