მართვის მოწმობის გამოცდა

მართვის მოწმობის აღება მარტივდება - ცვლილებები პრაქტიკულ და თეორიულ ნაწილში

ივანიშვილის შს მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, ცვლილებები შევა მართვის მოწმობის გამოცდის როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილში. 

დღეიდან ქალაქის გამოცდის რიგების მართვის პროცესი იცვლება

დადგენილების თანახმად, კანდიდატების თანაბარი გადანაწილების პირობების უზრუნველყოფისთვის, სააგენტო უფლებამოსილია შეიმუშაოს შესაბამისი ალგორითმი, რომელიც უზრუნველყოფს მძღოლობის კანდიდატთა ბაზის ანალიზს.

ამ ანალიზის შემდეგ კი უპირატესობა მიენიჭებათ მათ, ვინც მაგალითად, პირველად გადის გამოცდაზე, რიგის დაჯავშნის ლოდინის დიდი პერიოდი აქვს, უფიქსირდება გამოცდაზე ნაკლები გასვლა და ასე შემდეგ. 

დღეიდან თეორიული გამოცდის ჩასაბარებლად 25 ქულა საკმარისი იქნება

B კატეგორიისა და B1 ქვეკატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებ თეორიულ გამოცდაზე კანდიდატებმა უნდა უპასუხონ 30 ქულიან ბილეთს, რომლისთვისაც ექნებათ 30 წუთი და უნდა დააგროვონ მინიმუმ 25 ქულა. აქამდე გამოცდა ჩაბარებულად მინიმუმ 27 სწორი პასუხის შემთხვევაში ითვლებოდა.

15 ივნისიდან კანდიდატს ექნება საშუალება პრაქტიკულ გამოცდაზე დაშვებული მცირე ხარვეზები გამოასწოროს

მაგალითად, თუ კანდიდატი გამოცდის დაწყებამდე, ან მოძრაობის დასაწყებად მომზადებისას რაიმე უსაფრთოების წეეს არ შეასრულებს სწორად, მას შეცდომას დაუყოვნებლივ არ ჩაუწერენ. ბრძანების თანახმად, გამომცდელი ვალდებულია კანდიდატს მისცეს მინიშნება ("გთხოვთ კიდევ ერთხელ შეამოწმოთ საგზაო მოძრაობისთვის მზადყოფნა"), ამასთან "გამომცდელი უფლებამოსილია გააჩეროს საგამოცდო ავტომობილი ან მძღოლობის კანდიდატს მისცეს საგამოცდო ავტომობილის გაჩერების მითითება."

ხოლო თუ კანდიდატი მითითების შემდეგაც ვერ შეასრულებს წესს სათანადოდ, ამ შემთხვევაში შეცდომა ოფიციალურად დაფიქსირდება. 

15 ივნისიდან მსუბუქი შეცომების ლიმიტიც იზრდება და 12-ის ნაცვლად, 15 ან მეტი იქნება.

ასევე, შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიხედვით, 22 მაისიდან, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის ჩაბარებისთანავე, კანდიდატს შეეძლება ქალაქის გამოცდაზე გასასვლელად სასურველი დრო ლოდინის გარეშე, სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში დაჯავშნოს.

ამასთანავე, შეიცვალა საგამოცდო მარშრუტები გორსა და ბათუმში. შეცვლილი მარშრუტები იხილეთ ბმულზე.

კომენტარები