TV იმედისა და POSTV-ის დასანქცირება

ბოჭორიშვილი TV იმედის და POSTV-ის სანქცირებაზე: წარმოუდგენელი, სრულიად უსაფუძვლო თავდასხმაა

ეს არის გაგრძელება იმ უსაფუძვლო და უსამართლო დამოკიდებულების საქართველოსთან მიმართებით, რასაც ჩვენ ვხედავთ ბოლო წლების განმავლობაში [...] ჩვენ ბოლო დღეების მიმდინარეობისას ვიხილეთ მცდელობა, დასანქცირებულიყო რაიმე ქართული... საუბარი იყო ქართული პორტის სანქცირებაზე, რაც თავიდან იქნა აცილებული ერთადერთი მიზეზით - არ არსებობს არანაირი საფუძველი ქართული ორგანიზაციების დასანქცირებისთვის.

საქართველო ზედმიწევნით ასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რაც აქვს აღებული სანქციების თავიდან აცილებასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა ის მცდელობები, რასაც ვხედავთ.

რაც შეეხება ტელევიზიების დასანქცირებას, წარმოუდგენელია, მაშინ, როდესაც, ერთი მხრივ, ადვოკატი ხარ თავისუფალი სიტყვის, მეორე მხრივ, ერჩოდე ტელევიზიას და თან არგუმენტად მოგყავდეს, რომ ეს ტელევიზიები არის პოპულარული, მას ჰყავს მაყურებელი და გამზიარებელი, ეს არის წარმოუდგენელი, სრულიად უსაფუძვლო თავდასხმა კიდევ ერთხელ საქართველოსთან დაკავშირებით.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თქვა ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა დიდი ბრიტანეთის მიერ TV იმედისა და POSTV-ის დასანქცირებაზე.

კომენტარები