აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თავდაცვის დეპარტამენტს ნიგერიის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო მოქმედებების მომზადება დაავალა, თუ ნიგერიის მთავრობა ქვეყანაში "ქრისტიანების მკვლელობებს კვლავ დაუშვებს".
ასევე, ტრამპი წერს, რომ ქრისტიანების წინააღმდეგ დევნის გაგრძელების შემთხვევაში, აშშ ნიგერიის მთავრობისთვის გამოყოფილ დახმარებას დაუყოვნებლივ შეწყვეტს.
ტრამპმა ასევე თქვა, რომ აშშ მარტივად შეძლებს ნიგერიაში შესვლას და ისლამისტი ტერორისტების განადგურებას, რომლებიც ქრისტიანების "საშინელებებს სჩადიან".
"ნიგერიის მთავრობას ურჩევნია სწრაფად იმოქმედოს" - დაწერა ტრამპმა.





