რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

EU-ში შეთანხმდნენ, რომ რუსული გაზის იმპორტი 2028 წლის იანვრამდე ეტაპობრივად შეწყდება

REUTERS/Maxim Shemetov

ევროპის კავშირის საბჭომ განაცხადა, რომ ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრებმა 20 ოქტომბერს მხარი დაუჭირეს წინადადებას, რომ 2028 წლის იანვრისთვის სრულად შეწყდეს ბლოკში რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის იმპორტი.

მინისტრების მიერ დამტკიცებული გეგმით, რუსული გაზის იმპორტის ახალი კონტრაქტები 2026 წლის იანვრიდან შეწყდება. ამას გარდა, არსებული მოკლევადიანი და გრძელვადიანი კონტრაქტების გაუქმება, შესაბამისად, 2026 წლის ივნისიდან და 2028 წლის იანვარში მოხდება.

თუმცა, ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის, რადგან ევროკავშირის ქვეყნებმა ახლა საბოლოო წესებზე მოლაპარაკებები ევროპარლამენტთან უნდა გამართონ. 

ამჟამად ევროკავშირში ბუნებრივი აირის იმპორტის 12% რუსეთზე მოდის, რაც 2022 წელს 45%-ს შეადგენდა. რუსული გაზის მიღებას დღემდე, მათ შორის, უნგრეთი, საფრანგეთი და ბელგია განაგრძობენ. 

კომენტარები