რეკლამა

Velvet.ge – ონლაინ შოპინგის ახალი სტანდარტი საქართველოში: მრავალფეროვნება და სისწრაფე (რ)

ონლაინ მაღაზია VELVET არის სივრცე, რომელიც დაარსდა იმ მიზნით, რომ ორიგინალური, ხარისხიანი და ნივთები ყველასთვის მარტივად ხელმისაწვდომი გამხდარიყო.

კომპანიის პოლიტიკა მთლიანად ორიენტირებულია მომხმარებლის კმაყოფილებაზე, რასაც განაპირობებს როგორც იშვიათი და ნიშური პროდუქტების შემოტანა, ისე მოქნილი ლოჯისტიკური სისტემა. Velvet.ge-ს ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი სწორედ მიწოდების სიჩქარეა: თბილისის მასშტაბით შუადღემდე განხორციელებული შეკვეთები იმავე დღეს უფასოდ მიეწოდება ადრესატს, რაც ონლაინ შოპინგის პროცესს მაქსიმალურად ამარტივებს და ლოდინის დროს მინიმუმამდე ამცირებს. რეგიონებში კი, შეკვეთების მიღება 2-5 დღის ფარგლებში ხდება, რაც ასევე ეფექტურ და დროულ სერვისს უზრუნველყოფს ქვეყნის მასშტაბით.

პლატფორმა წარმოადგენს მრავალფეროვანი პროდუქციის ერთ სივრცეში თავმოყრის ადგილს, სადაც 19-მდე კატეგორია და 1000-ზე მეტი უნიკალური პროდუქტია წარმოდგენილი. ეს ასორტიმენტი მოიცავს თითქმის ყველაფერს: ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ნივთებიდან, მოვლისა და სილამაზის პრემიუმ პროდუქტებამდე, როგორებიცაა უმაღლესი ხარისხის კორეული და იაპონური კოსმეტიკა, ასევე ტექნოლოგიური პროდუქტები და გასართობი საშუალებები.

Velvet.ge-ზე წარმოდგენილ ერთ-ერთ საინტერესო მიმართულებას წარმოადგენს ინტერიერის დეკორატიული ნივთები და ტექნოლოგიები. მომხმარებელს შეუძლია მარტივად შეარჩიოს სახლისთვის თუ საოფისე სივრცისთვის შესაფერისი თანამედროვე ლედ განათებები, მათ შორის LED ლენტები, ავრორას ან კოსმოსის პროექტორები, რომლებსაც ხშირად აპლიკაციით ან ხმით მართვის ფუნქციაც გააჩნიათ. განათების სწორად შერჩევა კი, როგორც ცნობილია, ატმოსფეროსა და კომფორტის შექმნაში უდიდეს როლს ასრულებს.

გარდა საყოფაცხოვრებო და ტექნოლოგიური ნივთებისა, Velvet.ge განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს გასართობ და განმავითარებელ პროდუქციაზე. ბავშვებისა თუ მოზრდილებისთვის ხელმისაწვდომია სათამაშოების ფართო არჩევანი. ეს მოიცავს მაღალი ხარისხის ასაწყობ კონსტრუქტორებს (ლეგოს ტიპის), რომლებიც ხელს უწყობენ აზროვნების, ფანტაზიისა და კრეატიული უნარების განვითარებას. ამ კატეგორიაში იპოვით მანქანების, არქიტექტურული ნამუშევრების, ცნობილი ფილმების თემატიკისა თუ ყვავილების მოდელებს.

Velvet.ge-ს გუნდის ფილოსოფია ეფუძნება "მუდმივ განვითარებასა" და "კრეატიულობას", რაც ბრენდის წითელი ფერითაც არის გადმოცემული. კომპანია მუდმივად ცდილობს, განაახლოს შეთავაზებები, შემოიტანოს ბაზარზე იშვიათი ნივთები და მომხმარებელს შესთავაზოს არა მხოლოდ პროდუქტი, არამედ ონლაინ შოპინგის სასიამოვნო, უწყვეტი გამოცდილება. სწრაფი მიწოდება, ფართო არჩევანი, ხარისხის გარანტია და მუდმივი ფასდაკლებები Velvet.ge-ს აქცევს სანდო პარტნიორად, რომელიც მომხმარებლის ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო მარტივს და მრავალფეროვანს ხდის.

კომენტარები