გაეროს გენერალური 79-ე ასამბლეა

გაერომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა

3 ივნისს გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე "აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთი ოსეთი საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ" რეზოლუციას მხარი მორიგჯერ დაუჭირეს.

რეზოლუციას მხარი 107 ქვეყანამ დაუჭირა, რაც გასული წლის მხარდამჭერთა რაოდენობაზე 4-ით მეტია.

ხმის მიცემისგან 49 სახელმწიფომ, მათ შორის, ჩინეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ირანმა შეიკავეს თავი, ხოლო 9 ქვეყანამ ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა.

მოწინააღმდეგეთა შორის რუსეთი, კუბა, ჩრდილოეთ კორეა, მალი, ნიკარაგუა, სუდანი, ზიმბაბვე, ეკვატორული გვინეა და ბელარუსი არიან.

გასული წლის კენჭისყრისგან განსხვავებით სირიამ ხმის მიცემისგან თავი შეიკავა, ხოლო ნაურუმ და ნიკარაგუამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

რეზოლუციის მიღებას ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი გამოეხმაურა და შედეგებს "უპრეცედენტო" უწოდა.

"დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ სახელმწიფოს, ვინც გახდა ჩვენი ინიციატივის თანაავტორი და მხარი დაუჭირა რეზოლუციას". - წერს ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები