კრიმინალი

თბილისში, ვაზისუბანში 2 პირი დანით დაჭრეს

თბილისში, ვაზისუბანში, დანით 2 პირი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ დაპირისპირება უძღოდა. დაჭრილები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

ინფორმაცია თავდაპირველად Interpressnews-მა გაავრცელა. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები