რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ტრამპი ზელენსკიზე: არ არის მზად მშვიდობისთვის, შეუძლია დაბრუნდეს, როცა მზად იქნება

დღეს თეთრ სახლში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ბევრი რამ გავიგეთ, რასაც ვერასოდეს გავიგებდით საუბრისას ასეთი ცეცხლისა და ზეწოლის გარეშე. გასაოცარია ის, რაც ჩანს ემოციებიდან და მე გადავწყვიტე, რომ პრეზიდენტი ზელენსკი არ არის მზად მშვიდობისთვის, თუ ამერიკა იქნება ჩართული მოლაპარაკებებში, რადგან ის ფიქრობს, რომ ჩვენი ჩართულობა მას დიდ უპირატესობას ანიჭებს. მე არ მინდა უპირატესობა, მე მინდა მშვიდობა. ის უპატივცემულოდ მოექცა ამერიკის შეერთებულ შტატებს ოვალურ კაბინეტში. მას შეუძლია დაბრუნდეს, როცა მზად იქნება მშვიდობისთვის.

წერს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი X-ზე უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები