ავსტრალიისა და ახალ ზელანდიის ქართული თემი ელჩს, ბექა დვალს გადადგომას სთხოვენ.
"მოგეხსენებათ, რომ 26 ოქომბერს ჩატარებულ არჩევნებში დაფიქსირდა მნიშვნელოვანი დარღვევები, რაც აღნიშნულია ევროკავშირის მითითებულ რეზოლუციაში. შედეგად, არალეგიტიმურად დანიშნულმა მთავრობამ ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება გადაეხვია ქვეყნის ევროატლანტიკური განვითარების გზიდან. აღნიშნული მოვლენები წინ უძღოდა, ირაკლი კობახიძის 28 ნოემბერის განცხადებას, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახნის საკითხის გადადების შესახებ.
ეს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. როგორც საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი, და საქართველოს ეროვნული ინტერესების დამცველი ავსტრალიის თანამეგობრობასა და ახალ ზელანდიაში, საქართველოს საელჩო, და კონკრეტულად მისიის ხელმძღვანელი, საქართველოს ელჩი ანგარიშ-ვალდებულია მისი მოქალაქეების და კონსტიტუციის წინაშე. ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში მცხოვრები ქართველები მოგმართავთ შემდგომი მოთხოვნებით:
1. მიმდინარე მოვლენებისა და განცხადების კონტექსტში, განგვიმარტეთ ავსტრალიის თანამეგობრობასა და ახალ ზელანდიაში საქართველოს საელჩოს პოზიცია საქართველოს საგარეო კურსის შესახებ.
2. საქართველოს საელჩომ გააკეთოს ოფიციალური განცხადება და დაგმოს არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადახვევის შესახებ.
3. გამოიყენეთ ყველა ლეგიტიმური გზა, წინ აღუდგეთ მიმდინარე პროცესებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიღეთ გადაწყვეტილება გვერდით დაუდგეთ ქართველი ხალხის ნებას და დატოვოთ თანამდებობა" - წერია მიმართვაში.
წერილს 83 ხელმომწერი ჰყავს.





