როცა ვიცი, რომ გაისად მაინც არ გამიხსნის არავინ მოლაპარაკებებს, რატომ ვიხვეწო, იმისთვის, რომ რევოლუციის მცდელობა მქონდეს ქუჩაშიმე? ბარემ ვეტყვი, რომ შენი დაფინანსება, სულ რაღაც 25-30 მილიონი ევრო... მე როდესაც ისედაც ვიცი, რომ გაისად შენ გადაწყვეტილი გაქვს, რომ არ გამიხსნა მოლაპარაკებები, გეუბნები, ნუ გამიხსნი, მაგრამ მოდი, არ უნდათ ერთი, გატესტონ? გნებავთ, ერთი ექსპერიმენტი შევთავაზოთ - გაგვიხსნან მოლაპარაკებები და დააკვირდნენ, ვიტყვით თუ არა უარს.
რა თქმა უნდა, არ ვიქნებით [წინააღმდეგი], გამოვიდნენ იქ, მიტინგზე რომ ხალხს აგიჟებენ და უთხრან - მამუკა მდინარაძემ განაცხადა, გაგვიხსნან ბატონო მოლაპარაკებები თავისი ინიციატივით, საერთოდ არ ვიქნებით [წინააღმდეგი], დიდი სიხარულით შევხვდებით ამ ყველაფერს.
ის კი არა და, ჩვენს ევროპელ პარტნიორებს მოვუწოდებ, უფრო მაგრად "დაგვსაჯონ“, ხომ ჰგონიათ, ჩელიაბინსკში ხომ ვართ უკვე, რუსეთში ხომ ვართ და კურსი ხომ ვიცვალეთ, უფრო მაგრადდაგვსაჯონ, მოვუწოდებ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, პირდაპირ გაგვაწევრიანონ ევროკავშირში და შეგვხედონ ერთი, წინააღმდეგი ვიქნებით თუ არა. დიდი სიამოვნებით ამ ისტორიულ თარიღს შევხვდებით, რომ ჩვენ გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები. "დაგვსაჯონ“ ერთი და ნახონ, რა რეაქცია გვექნება.





