საქართველოს მთავრობა

კობახიძემ იუსტიციის, საგარეო და სოფლის მეურნეობის მინისტრები შეცვალა

პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ საგარეო, იუსტიციის და სოფლის მეურნეობის მინისტრები შეცვალა. კობახიძის თქმით, სამივე ყოფილი მინისტრი - ილია დარჩიაშვილი, რატი ბრეგაძე და ოთარ შამუგია საქმიანობას "მაღალ თანამდებობებზე" გააგრძელებს სახელმწიფო სამსახურში და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. პრემიერი აღნიშნავს, რომ "თითოეულმა მათგანმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა იმ წარმატებაში, რომელიც ჰქონდა ჩვენს ქვეყანას გასული წლების განმავლობაში".

რაც შეეხება მინისტრობის ახალ კანდიდატებს, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი იქნება. იუსტიციის მინისტრის პოსტს ანრი ოხანაშვილი დაიკავებს, ხოლო გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ოთარ შამუგიას დავით სონღულაშვილი ჩაანაცვლებს.

მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე უნდა გამოუცხადოს.

კომენტარები