21 ნოემბერს, მალიში, ქალაქ მოპტის მახლობლად რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის რამდენიმე წევრი მოკლეს.
როგორც გამოცემა Bloomberg წერს ვაგნერელები ჩასაფრებაში მოხვდნენ.
გამოცემის ინფორმაციით ჩასაფრების მონაწილეები ალ-კაიდასთან კავშირში მყოფი ჯგუფის წევრები არიან.
ბოლო ცნობებით, თავდასხმის შედეგად მინიმუმ 6 ვაგნერის წევრი დაიღუპა.
კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი მალიში მიმდინარე კონფლიქტში 2021 წლიდან მონაწილეობს, მას შემდეგ რაც ქვეყანა ფრანგმა სამხედროებმა დატოვეს.





