ღარიბაშვილი: ყველაზე მეტად ხაზარაძე და გახარია ეხმარებიან სააკაშვილს და მის რეჟიმს

ერთ მხარეს მშვიდობის, სტაბილურობის გარანტი ქართული ოცნება და მეორე მხარეს ომის, ღალატისა და ძალადობის სიმბოლოდ ქცეული ოთხ პარტიად ქცეული აგენტურის კოალიცია დგას.

კრიმინალ სააკაშვილსა და ძველ ნაციონალურ მოძრაობაზე დროს აღარ დავხარჯავ. მეორე პარტია, ახალი ნაციონალიური მოძრაობა ეკუთვნის რეჟიმის ჯალათ პროკურორს, მედიატერორის ავტორს, კრიმინალ გვარამიას და მეორე კრიმინალს, ნაცმოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე მელიას.

მესამე პატარა პარტია ამ ორის დანამატია, ის ეკუთვნის სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმის ფინანსურ ჯალათად წოდებული ბიზნესის რეკეტიორს და მოროდიორს, ასევე კრიმინალს და თაღლითობაში ოფიციალურად მხილებულ ხაზარაძეს. ხოლო მეოთხე პატარა პარტია წინა სამის დანამატია, და ეკუთვნის საკუთარი გუნდისა და სამშობლოს მოღალატეს, გიორგი გახარიას.

სწორედ ხაზარაძისა და გახარიას მთავარ ამოცანას წარმოადგენს ბარიერის გადალახვა და აგენტურის კოალიციაში შესვლა და დღეს, ყველაზე მეტად სწორედ ისინი ეხმარებიან მთავარ კრიმინალ სააკაშვილს და მის სისხლიან რეჟიმს შენიღბული ფორმით აგენტურის კოალიციის სახით ხელისუფლებაში დაბრუნებაში.

ირაკლი ღარიბაშვილი ქართული ოცნების აქციაზე.

კომენტარები