ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, “ქართული ოცნების ძალადობრივი კამპანია მხოლოდ მათ მოახლოებულ მარცხს ადასტურებს". პარტია ამ განცხადებით ნიკა მელიაზე თავდასხმას ეხმაურება.
“ქართული ოცნება აგრძელებს ძალადობის კამპანიას, რომელიც ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით საზოგადოებაში შიშის დანერგვას ემსახურება.
ვგმობთ ყოველგვარ თავდასხმას ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე.
ქართული ოცნების ძალადობრივი კამპანია მხოლოდ მათ მოახლოებულ მარცხს ადასტურებს და აძლიერებს ჩვენს რწმენას, რომ ცვლილებები აუცილებელი და გარდაუვალია!
ერთიანობით ჩვენ დავიბრუნებთ ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას საქართველოს თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ" - წერია განცხადებაში.
სამტრედიაში კოალიცია ცვლილებისთვის ოფისის გახსნის შემდეგ პარტია ახალის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია მედიის შეკითხვებს პასუხობდა, როდესაც მას ე.წ ტიტუშკა თავს დაესხა და ჩაარტყა.





