არჩევნები 2024

ხაბეიშვილი: ოცნება აპირებს კადიროვთან დაახლოებული 500-მდე პირის მობილიზებას წინასაარჩევნოდ

[ქართულ ოცნებაში] აპირებენ კადიროვთან დაახლოებული ჯგუფების, 300-დან 500-მდე ადამიანის მობილიზებას წინასაარჩევნოდ, რომლებიც დაესხმებიან ადამიანებს თავს. ეს გინახავთ და ვნახულობთ ყოველდღიურად, რომ ამას აკეთებენ. კიდევ უფრო გასამძაფრებლად წინასაარჩევნოდ აპირებენ ამას. თუ ამას არ აპირებენ, მაშინ თქვან, რა თემაზე საუბრობდა პრემიერმინისტრი და დედაქალაქის მერი ამ ადამიანთან [ხაბიბ ნურმაგომედოვთან].

რას განიხილავდნენ? შავი ზღვის ანაკლიის პორტს განიხილავდნენ, ჩინელებს რომ მისცეს?

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერის, ირაკლი კობახიძის, თბილისის მერის, კახა კალაძის და ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ცოტნე ივანიშვილის ფოტო გავრცელდა, სადაც ისინი გერმანიაში, კიოლნში UFC-ს ყოფილ ჩემპიონთან, დაღესტნელ სპორტსმენ ხაბიბ ნურმაგომედოვთან ერთად არიან გადაღებული.

კომენტარები