ავიამიმოსვლა რუსეთთან

ივნისი-ოქტომბერში საქართველოსა და რუსეთს შორის 1 761 ფრენა შესრულდება

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, ივნისი-ოქტომბრის პერიოდში, საქართველოსა და რუსეთს შორის 1 761 ფრენა შესრულდება. მათივე ინფორმაციით, ეს რეისების საერთო რაოდენობის 13%-ს შეადგენს.

სააგენტოს ცნობით, ივნისი-ოქტომბრის პერიოდში სულ 13 600 ავიარეისი შესრულდება. აქედან, ყველაზე მეტი, 2 480 რეისი ევროპის მიმართულებით იქნება, რაც საერთო რაოდენობის 18%-ია.

საერთო ჯამში, დაგეგმილი 13 600 რეისიდან 18% ევროპაში, 17% გალფის ქვეყნებში (საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ქუვეითი, ომანი, კატარი), 13% რუსეთში, 52% კი ჯამურად დანარჩენ ქვეყნებში შესრულდება.

კომენტარები