რუსული კანონი

ოხანაშვილი დასკვნაზე: რადიკალური ჯგუფებისთვის რადიკალიზმის საბაბის მიცემას ემსახურება

საქართველოს პარლამენტი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა "რადიკალური ჯგუფებისთვის" რადიკალიზმის საბაბის მიცემას ემსახურება.

"ეს ემსახურება ერთადერთ ინტერესს, რომ რადიკალურ ოპოზიციას და კონკრეტულ რადიკალურ ჯგუფებს, მისცეს საბაბი რადიკალიზმისთვის. ეს მხოლოდ და მხოლოდ რადიკალიზაციას აღვივებს და ახალისებს, ესეთი ტიპის პოლიტიკური ახსნა. ეს რატომ გააკეთეს? ჩემი პოზიციაა, რომ ამ რადიკალური ჯგუფებისთვის საბაბის მისაცემად, რომ კონკრეტული ახალი რადიკალიზაციის ტალღა დაიწყონ." - ამბობს ოხანაშვილი.

ჟურნალისტის კითხვაზე, იქნება თუ არა ვენესიის კომისიის "მოწოდება გათვალისწინებული", ოხანაშვილი პასუხობს:

"როგორ შეიძლება მოწოდება, რომ გამჭვირვალობა ცუდია, იყოს გათვალისწინებული. რა გავითავლისწინოთ, რომ ჩვენი საზოგადოების აღმატებული ინტერესი, იცოდნენ კონკრეტული ორგანიზაციები როგორ ფინანსდებიან და რაში იხარჯება თანხა, ეს არაფერს ნიშნავს. ეს გავითვალისწინოთ, რომ საზოგადოებას უფლება არ აქვს იცოდეს კონკრეტული ინფორმაცია და ორგანიზაციებმა რომ გამჭვირვალედ უნდა იმუშავონ, ეს არაფერს ნიშნავს, ეს გავითვალისწინოთ?".


21 მაისს, ვენეციის კომისიამ ვენეციის რუსულ კანონთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც კომისია საქართველოს ხელისუფლებას მტკიცე რეკომენდაციას აძლევს, გაიწვიოს კანონი მისი ამჟამინდელი ფორმით.

კომენტარები