საფრანგეთი

საფრანგეთმა იარაღის ექსპორტის მხრივ რუსეთს გადაუსწრო და მსოფლიოში მე-2 ადგილი დაიკავა

ინდოეთის პრემიერმინისტრი ნარენდრა მოდი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი

სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) მიხედვით, მსოფლიოში იარაღის ექსპორტის მხრივ აშშ და საფრანგეთი, შესაბამისად, 1-ელ და მე-2 ადგილზე არიან, ხოლო რუსეთის წილი ბოლო პერიოდში მკვეთრად დაეცა.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საფრანგეთმა იარაღის გაყიდვის მხრივ საერთაშორისო ბაზარზე საკუთარი წილი 7.2%-დან 11%-მდე გაზარდა. ამის მიზეზი ისაა, რომ საფრანგეთი იმ ბაზრებზე შევიდა, მაგალითად ინდოეთში, სადაც როგორც წესი რუსეთი დომინირებდა.

პარალელურად, ამავე პერიოდში რუსეთის იარაღის ექსპორტის წილი მსოფლიო ბაზარზე ნახევარზე მეტად შემცირდა 21%-დან 11%-მდე ჩამოვარდა, რითაც საფრანგეთს ჩამორჩა.

ინსტიტუტის (SIPRI) უფროსი მკვლევრის პიტერ უეზმანის თქმით, "რუსეთის მხრიდან იარაღის ექსპორტის კლება 2022-ში უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე დაიწყო". იგი ამატებს, რომ მოსკოვზე დაწესებულმა სანქციებმა საფრანგეთს იარაღის ექსპორტის გაზრდაში შეუწყო ხელი.

იარაღის ექსპორტის მხრივ მსოფლიოში პირველ ადგილზე კვლავ აშშ რჩება, რომელმაც ამავე პერიოდში საკუთარი წილი მსოფლიო ბაზარზე 34%-დან 42%-მდე გაზარდა. საფრანგეთმა საკუთარი წილი კატართან, ეგვიპტესთან და ინდოეთთან იარაღის შესყიდვაზე შეთანხმებების დადების წყალობით მოახერხა. ინდოეთი და ეგვიპტე, ჩინეთთან ერთად, რუსული იარაღის სამი ყველაზე მოწინავე იმპორტიორია.

ზოგადად მსოფლიოში იარაღის ყველაზე დიდი იმპორტიორი ინდოეთია, რაშიც საფრანგეთის წილი 33%-ია, ხოლო რუსეთის - 36%. ბოლო ხუთი წელი ერთადერთი პერიოდია 1960-იანი წლების შემდეგ, როცა რუსეთმა ან საბჭოთა კავშირმა ინდოეთს მთლიანი შესყიდული იარაღის ნახევარზე მეტს არ შეადგენდა.

ამასთანავე, SIPRI-ს მონაცემები იმასაც ასახავს, რომ ევროპა მზარდად ხდება აშშ-ზე დამოკიდებული. 2019-2023 ევროპაში იარაღის იმპორტის 55% ამერიკიდან შევიდა, მაშინ, როცა 2014-2018 წლებში ეს მაჩვენებელი 35% იყო. ამას გარდა, ევროპის კონტინენტის ყველაზე დიდი იარაღის იმპორტიორი უკრაინაა.

კომენტარები