მიხეილ სარჯველაძე

სარჯველაძე: ყველამ იცის, რომ ზურაბიშვილი აპირებს სააკაშვილის შეწყალებას

ცდილობენ, რომ პლაცდარმი მოუმზადონ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომ მან მიიღოს გადაწყვეტილება სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით. მდგომარეობა დაახლოებით ასეთია - პატარა ბავშვს რომ აღმოაჩენენ დახუჭობანას თამაშის დროს, გაშიფრულია უკვე ეს გეგმა და ის რომ მაინც ცდილობს, არ გამოვიდეს სამალავიდან, დაახლოებით ამ მდგომარეობაშია ახლა ზურაბიშვილი. 

როდესაც რეალურად, საქართველოში ყველამ იცის, რომ როგორც ჩანს, ის [ზურაბიშვილი] აპირებს  ამის გაკეთებას, ის უბრალოდ მძევალია მის მიერ გაკეთებული, სხვათა შორის, იმ ხანად მართებული განცხადებისა და ახლა, როდესაც მას გადაწყვეტილი აქვს, რომ შეცვალოს ეს პოზიცია, სჭირდება უბრალოდ მყარი დასაყრდენი.

თქვა ჟურნალისტებთან საუბრისას ქართული ოცნების დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Chatham House-ის საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ "რეპუტაციულად, უმჯობესი იქნებოდა, [სააკაშვილი] სადმე სხვაგან ყოფილიყო".

კომენტარები