უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები

უმაღლესის ავტორიზაციის განაცხადის წარდგენამდე მთავრობამ კონცეფცია უნდა მოიწონოს

პარლამენტის 2024 წლის საგაზაფხულო სესიის მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმით გათვალისწინებული ცვლილების შემთხვევაში, იმისთვის, რომ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა საავტორიზაციო განაცხადი წარადგინონ, სავალდებულო გახდება მთავრობის მიერ აღნიშნული კონცეფციის მოწონება.

პარლამენტის მოკლევადიან გეგაში არ არის დაკონკრეტებული თუ რა კრიტერიუმებით განისაზღვრება მთავრობის მიერ კონცეფციის მოწონება.

ამასთან ერთად, გეგმის მიხედვით, კანონმდებლობით დარეგულირდება დისტანციური ფორმით პროფესიული პროგრამების გავლის შესაძლებლობა.

ასევე, შესაძლებელი იქნება, მაგისტრატურაზე სწავლა იყოს სრულად ელექტრონულად, იმ შემთხვევაში, თუ პროგრამა ხელახლა გაივლის აკრედიტაციას, ხოლო იმ სწავლის სფეროების ჩამონათვალს, სადაც შესაძლებელი იქნება ელექტრონული სწავლების კომპონენტის ნაწილობრივ ან სრულად გამოყენება განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დაადგენს.

კომენტარები