სალომე ზურაბიშვილი

მდინარაძე: ზურაბიშვილი პრეზიდენტი აღარ არის - ნაცზე უფრო ნაცად მოგვევლინა

პრეზიდენტი აღარ არის, ის არის ერთი ჩვეულებრივი რადიკალი ოპოზიციონერი, მასაც თავისი როლი აქვს. მან ილაპარაკა უფრო რადიკალურად, უფრო - ცუდ სიტყვებს მოვერიდები, ქალის მიმართ გამოვიყენო, მაგრამ უფრო ცუდად, ვიდრე ლაპარაკობდნენ ნაცმოძრაობის წარმომადგენლებიც კი. მათ ხომ კონსტრუქციული როლი მოირგეს, კვლევა აქვთ ჩასატარებელი ერთ თვეში. სალომე ზურაბიშვილი გაცილებით რადიკალია, ვიდრე ნაცები. ნაცზე უფრო ნაცი სალომე ზურაბიშვილი მოგვევლინა და ის დაახლოებით, იმ როლშია, რა როლიც დაავალეს ლელოს და გახარიას წარმომადგენლებს.

თქვა ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მოხსენებასთან დაკავშირებით.

კომენტარები