ოკუპირებული აფხაზეთი-რუსეთი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია სერგეი ლავროვს შეხვდა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია რუსეთში ე.წ. ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა.

მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე აფხაზეთისა და რუსეთის ურთიერთობების განვითარების საკითხი განიხილეს.

ე.წ. პრეზიდენტმა ლავროვს "რუსული სახელმწიფოს საკეთილდღეო საქმიანობაში" წარმატება უსურვა.

ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, დიმიტრი კოზაკს და რუსეთის ფედერაციის ვიცეპრემიერს ალექსანდრ ნოვაკსაც შეხვდა.

ე.წ. ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრები ასევე შედგა უშიშროების საბჭოს მდივნის პირველ მოადგილესთან, რაშიდ ნურგალიევთან, ეკონომიკური განვითარების მინისტრთან, მაქსიმ რეშეტნიკოვთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, ელა პამფილოვასთან და ფედერალური საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელთან, დანილ ეგოროვთან.

"ვიზიტის ფარგლებში, მოლაპარაკებების დროს მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში, ენერგეტიკასა და სხვა საკითხებში, რომლებზეც სისტემატიური ორმხრივი მუშაობა მიმდინარეობს". - წერია განცხადებაში.

კომენტარები