ოკუპირებული აფხაზეთი-რუსეთი

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ პუტინი აფხაზეთში დაპატიჟა

ვლადიმირ პუტინი და ასლან ბჟანია
Reuters

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ სატელეფონო საუბრისას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ასლან ბჟანია სოხუმში მიიწვია. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს

"საუბრის დროს ასლან ბჟანიამ ვლადიმირ პუტინი აფხაზეთში დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების 15 წლისთავის, აფხაზეთის რესპუბლიკის გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია". - წერს რუსული სამთავრობო მედია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.

როგორც Ria Novosti წერს, აქამდე კრემლის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით ბჟანიამ პუტინთან საუბრის დროს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა "კანონის უზენაესობისა და კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად" რუსეთის ხელისუფლების ქმედებებს.

ამავე ინფორმაციით, ასლან ბჟანიამ და ვლადიმირ პუტინმა ასევე განიხილეს რამდენიმე საკითხი, მათ შორის აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმა. 

კომენტარები