სტალინის გამოსახულება ხატზე

მეუფე ნიკოლოზი: 2 წელია, მე ამ ხატს ვუყურებ და [სტალინი] საერთოდ ვერ შევამჩნიე

2 წელია, მე ამ ხატს ვუყურებ და [სტალინი] საერთოდ ვერ შევამჩნიე. იცით, რატომ ვერ შევამჩნიე? იმიტომ, რომ ეს არის დიდი ხატი - რომელსაც, რომ უყურებ, ჯერ წმინდა მატრონას გამოსახულებას ხედავ, რომელიც უდიდესი წმინდანია და შემდეგ, თუ გაინტერესებს, ძალიან ახლოს უნდა მიხვიდე და გარშემო მისი ცხოვრების სცენები დაათვალიერო - რომელიც, როგორც წესი, ხატებზე რომ გამოისახება, თუ თვითონ ცხოვრება არ იცი, სცენების მიხედვით, ისე ვერ აღიქვამ. ეს არის ხატწერა და არა მხატვრობა.

სტალინის ისტორია, რომ ის მატრონასთან სახლში მივიდა და დახმარება სთხოვა, ეს არის გამოგონილი ისტორია [...] ის, რაც ამას მოჰყვა, ნამდვილი ვანდალიზმია. ეს არ შეიძლება, ეს არ არის საუბრისა და ურთიერთობის გზა. თუ ასეთი რამ მოხდა და [სტალინის გამოსახულება] ვიღაცას გაეპარა, ამაში სასკანდალო და საჩხუბარი არაფერი არაა  [...] შემომწირველებმა თქვეს, რომ წაიღებენ. იმხელა ხატს ასე ხელს ხომ ვერ მოკიდებ და წაიღებ, მომზადება სჭირდება. აუცილებლად წაიღებენ და გადაწერენ.

ამბობს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი სამებაში დასვენებულ მატრონა მოსკოველის ხატზე, რომელზეც სტალინია გამოსახული. 

კომენტარები