რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი მოსკოვის ოლქზე დრონით თავდასხმის მოგერიების მორიგ ცნობას ავრცელებს

რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა Бук-ი
 Evgeny Biyatov

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ ირწმუნება, რომ მოსკოვის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმა მოიგერიეს.

როგორც რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაშია ნათქვამი, დრონი ადგილობრივი დროით 7:30-ზე, მოსკოვის ოლქში, პოდოლსკის საქალაქო ოკრუგის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს.

მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი წერს, რომ დრონი დედაქალაქისკენ მიფრინავდა. მისივე თქმით, უპილოტო აპარატის ჩამოვარდნის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბოლო პერიოდში რუსეთის ოლქებზე, მათ შორის მოსკოვის მიმართულებით დრონებით თავდასხმები კვლავ გახშირდა. მსგავსი შემთხვევები აქამდე უკრაინის მიერ ზაფხულის კონტრშეტევის დაწყებამდე ხდებოდა.

კომენტარები