თბილისში ტურისტი ქალის გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა. როგორც ტაბულას პროკურატურაში უთხრეს, მამაკაცს ბრალდება წარედგინება გაუპატიურების მცდელობის მეორე ეპიზოდზეც.
ბრალდებულის ადვოკატის ინფორმაციით, კაცს ფსიქიკური პრობლემები აქვს და სასამართლო ექსპერტიზის ჩატარებას ელოდებიან. ამ ეტაპზე დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-19, 137-ე და 178-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურების მცდელობასა და ძარცვას გულისხმობს.





