თბილისში, დიდი დიღმის გუდვილის მიმდებარე ტერიტორიაზე კაცი ცივი იარაღით დაჭრეს. ამჟამად, ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება ორ მძღოლს შორის ურთიერთშელაპარაკებით დაიწყო, რა დროსაც ერთმა მამაკაცმა მეორე დანით დაჭრა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძება სისხლის სამართლის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს. დამნაშავე ჯერ არ დაუკავებით და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილს ფეხში მსუბუქი დაზიანება აღენიშნება.