საქართველო-აზერბაიჯანი-სომხეთი

ალიევის წინადადება საქართველოს მედიატორობაზე, არსებულ პრინციპებს ეწინააღმდეგება - ფაშინიანი

სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი გამოეხმაურა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის წინადადებას საქართველო მოლაპარაკებების პლატფორმად გამოყენების შესახებ. ფაშინიანის აზრით, ალიევის განცხადება, შესაძლოა, აღიქმებოდეს აზერბაიჯანის მცდელობად, აქამდე არსებული პრინციპების გაუქმებისა. 

"შეხვედრა შედგა გრანადაში და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პრონციპები, ჩვენი და ევროკავშირის პერსპექტივიდან, ევროკავშირის პლატფორმაში ჩაიწერა. ცხადია, რომ როდესაც შევხვდებით ბრიუსელში, საუბარი უნდა შედგეს ამ პრონციპების ფარგლებში, რაზეც არ ვიტყოდი, რომ მხოლოდ სომხეთის ინტერესებს ითვალისწინებს. სომხეთის რესპუბლიკამ ეს მიიღო და ასევე მიიღო აზერბაიჯანკს რესპუბლიკამაც. ახლა კი, როცა განვიხილავთ ბრიუსელში შეხვედრას, სადაც, ფაქტიბრივად, ეს წრე უნდა შეიკრას და აზერბაიჯანი ცდილობს ახალი პლატფორმის წამოყენებას, ეს ჩვენ მიერ შეიძლება ინტერპრეტირებული იყოს, როგორც აზერბაიჯანის მიერ სხვა პლატფორმაზე გადასვლა და უკვე შეთანხმებული პრინციპების გაუქმების სურვილი".- თქვა ფაშინიანმა სომხეთის საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის მიცემულ ინტერვიუში.

ფაშინიანმა ასე გამოთქვა შეშფოთება იმაზე, რომ ალიევის წინადადება, შესაძლოა, ახალი ესკალაციის დაწყების მანიშნებელი იყოს.

„ჩვენ არავითარი საუბრის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ წინააღმდეგი ვართ იმ ლოგიკისა, რომელიც უკვე შეთანხმებული პრინციპების ჩარჩოებიდან გაგვიყვანს" - აღნიშნა სომხეთის პრემიერმინისტრმა.


ოქტობრის დასაწყისში, სომხეთის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ერევანი მზად არის ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას ბაქოსთან.

"იმედი გვაქ, რომ კონცეპტუალური დოკუმენტს, რომელიც მაგიდაზე უკვე დევს მოსახერხებელ მომენტში ხელს მოვაწერთ, მე მზად ვარ ხელმოწერისთვის". - თქვა ფაშინიანმა.

გაკეთებული განცხადებიდან რამდენიმე დღეში საკითხი საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერებმაც განიხილეს. ილჰამ ალიევი საქართველოში სამუშაო ვიზიტით 8 ოქტომბერს ჩამოვიდა.

"ჩვენ, საქართველოს ამ პროცესში ყოველთვის გვეკავა, რა თქმა უნდა, ნეიტრალური, მიუკერძოებელი პოზიცია. ჩვენ ახლაც მზად ვართ, რომ ჩვენი როლი, წვლილი შევიტანოთ ამ მედიაციის, თუ იქნება ეს ფასილიტაციის, თუ ზოგადად მეგობრული ფორმატის ჩამოყალიბების პროცესში. თბილისი ყოველთვის მზად არის, რომ მიიღოს მონაწილეობა აი ამ პროცესში. ჩვენი მომავალი უნდა იყოს მშვიდობიანი, სტაბილური და ჩვენ, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ უნდა შევძლოთ თავადვე გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები და ჩვენი შემდგომი განვითარება".- თქვა საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ალიევთან გამართული შეხვედრის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები