მეწყერი ზუგდიდში

სტიქიის გამო სოფელ ჭაქვინჯში მეწყრული პროცესები განვითარდა, ევაკუირებულია ერთი ოჯახი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია / Facebook

ძლიერი წვიმის გამო ზუგდიდსა და მის სოფლებში დატბორილია ქუჩები და საცხოვრებელი სახლის ეზოები.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტიქიის გამო სოფელ ჭაქვინჯში მეწყრული პროცესებიც განვითარდა, რის გამოც ერთი ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო.

უწყების განმარტებით, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ ზუგდიდის მერიის მუნიციპალური სამსახურები.

კომენტარები