ვლადიმირ პუტინი

დასავლელმა კურატორებმა უკრაინის სათავეში ებრაელი შეგნებულად დააყენეს – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი
Sputnik/Gavriil Grigorov/Kremlin

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, "დასავლელმა კურატორებმა უკრაინის სათავეში ეთნიკური ებრაელი დააყენეს", რათა "უკრაინის ანტიადამიანური არსი დაფარონ". 

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია Meduza რუსულ სამთავრობო ტელეარხ VGTRK-ზე დაყრდნობით ავრცელებს

"ეს უკიდურესად ამაზრზენს ხდის სიტუაციას, რომ ეთნიკური ებრაელი იფარავს ნაციზმის ჰეროიზაციას და მათ, ვინც ოდესღაც უკრაინაში ჰოლოკოსტს მეთაურობდა. ეს კი მილიონ ნახევარი ადამიანის განადგურებაა. და ეს ყველაზე კარგად ესმით ისრაელის რიგით მოქალაქეებს. ნახეთ, რას ამბობენ ინტერნეტში". - აღნიშნა პუტინმა.

გარდა ამისა, ივნისში პუტინმა თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი "ებრაელი კი არა, ებრაელი ხალხის სირცხვილია".

პუტინის განცხადებებს ეხმიანება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტი "შეპყრობილია ზელენსკის ეთნიკური წარმომავლობით" და ეს მის "ღრმად ფესვგადგმულ ანტისემიტიზმზე მიუთითებს". 

"მოვუწოდებთ მსოფლიოს, მკაცრად დაგმოს რუსეთის პრეზიდენტის ანტისემიტური განცხადებები. თანამედროვე სამყაროში ეთნიკური ნიშნით სიძულვილის ადგილი არ უნდა იყოს". - წერს ნიკოლენკო.

კომენტარები