პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თანამშრომლებს საბიუჯეტო ოფისის ახალი ხელმძღვანელი, ანდრია გვიდიანი წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
"მნიშვნელოვანია, პარლამენტის წევრებს ჰქონდეთ სათანადო მხარდაჭერა და დახმარება, რომ ფინანსურ-საბიუჯეტო პროცესებში მაქსიმალურად გაერკვიონ და განხორციელდეს ყველაფრის ანალიზი. საბიუჯეტო ოფისის ანალიტიკური საქმიანობა მნიშვნელოვანია და პოტენციალიც არის, რომ საბიუჯეტო ოფისი აქტიური იყოს პარლამენტის წევრებისთვის სერვისების შეთავაზების კუთხით". – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება, რომ ანდრია გვიდიანს ეკონომიკური პროფილის არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
ანდრია გვიდიანი ექსპერტის ამპლუაში სამთავრობო-პროპაგანდისტული ტელევიზიების, იმედისა და POSTV-ის ხშირი სტუმარია.