რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა ოდესაზე დრონებით იერიში მიიტანეს, დაშავდა 4 ადამიანი

REUTERS

24 ივლისს ღამით საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოდესის ოლქს ირანული წარმოების დრონებით შეუტიეს. თავდასხმის შედეგად განადგურდა მარცვლეულის საცავი, ასევე დაშავდა 4 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე სერგეი ბრაჩუკი ავრცელებს

"მტერი რეგიონის სამხრეთს თავს კამიკაძე-დრონებით დაესხა. საჰაერო ძალებმა რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი მოიგერიეს, თუმცა, სამწუხაროდ დარტყმები მაინც გრძელდება". - წერს ბრაჩუკი. 

ბრაჩუკმა აღნიშნა ისიც, რომ რუსი ოკუპანტები აგრძელებენ შეტევას სამოქალაქო ობიექტებსა და უკრაინული მარცვლეულის მარაგებზე.

მოგვიანებით, ოპერატიულმა სარდლობა სამხრეთმა დააზუსტა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა მტრის 3 დრონი გაანადგურეს, რომლებიც თავს დუნაის პორტის ინფრასტრუქტურას დაესხნენ. 

სარდლობის ცნობით, დარტყმების შედეგად განადგურდა მარცვლეულის მარაგები, დაზიანდა სხვა ტვირთის შესანახი რეზერვუარები. ასევე, ერთ-ერთ საწარმოში გაჩნდა ხანძარი, რომელიც სამაშველო ჯგუფებმა ოპერატიულად ჩააქრეს. 


ბოლო დღეებია რუსეთი უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესაზე მასობრივ შეტევებს ახორციელებს. მათ შორის, 23 ივლისს ღამით ოდესაში მტრის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიჭრა 19 და დაიღუპა 1 ადამიანი. ასევე, განადგურდა 6 საცხოვრებელი სახლი და ორი არქიტექტურული ძეგლი, მნიშვნელოვნად დაზიანდა ფერიცვალების ტაძარი. უკრაინელი მაღალჩინოსნების განმარტებით, კრემლის მიერ ოდესაზე სარაკეტო ტერორი მარცვლეულის დერეფნის აღდგენის შეკავების მცდელობაა.

შეგახსენებთ, რომ 17 რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, შეთანხმების დატოვების მიზეზად დაასახელა რუსეთის მიმართ აღებული ვალდებულებები შეუსრულებლობა.

ამავდროულად, რუსეთის გადაწყვეტილება გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც რუსეთისა და ოკუპირებული ყირიმის მაკავშირებელ ხიდზე აფეთქება მოხდა. 17 ივლისს ქერჩის სრუტეზე გამავალ ხიდზე, რომელიც ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთის ფედერაციას აკავშირებს, აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ობიექტი დაზიანდა და გადაადგილება დროებით შეჩერდა. უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ეს უსაფრთხოების სამსახურისა და სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი სპეცოპერაცია იყო და იერიში საზღვაო დრონების გამოყენებით განახორციელეს. მსგავსი უპილოტო აპარატების გამოყენებაზე საუბრობდა რუსული მხარეც.

აფეთქებიდან რამდენიმე საათში, რუსეთმა დატოვა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც უკრაინული სავაჭრო ხომალდების გადაადგილების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. შეთანხმებას თურქეთი შუამავლობდა.

აქამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პუტინი მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებაზე თანახმა იყო. რეპორტიორებთან საუბრისას ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმება, რომელიც 17 ივლისს უნდა დასრულებულიყო, თურქეთისა და გაეროს ერთობლივი ძალისხმევის შედეგად გახანგრძლივდება. 

კომენტარები