სალომე ზურაბიშვილი

დეკანოიძე: არ მგონია, ოპოზიციურ ფლანგზე ზურაბიშვილის ლანძღვა სწორი იყოს

"გუშინ სალომე ზურაბიშვილს შეცდომა არ დაუშვია. მისი ხაზი და პასუხები იყო სწორი, გამართული და მოზომილი.

მე მას არ ვეთანხმები სააკაშვილის ბრალთან და სასჯელთან დაკავშირებით, მაგრამ მაინც მინდა ამ გაუბედურებულ ზიზღის ჭაობში, რადიკალიზმში მისი პასუხები გამოვარჩიო.

ძალიან კარგი იყი იმედთან პოლემიკაშიც. არ მგონია მისი ლანძღვა ოპოზიციურ ფლანგზე სწორი იყოს."

წერს დეპუტატი ხატია დეკანოიძე. გუშინ, 1-ელ ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე მედიის კითხვებს უპასუხა.

კომენტარები