პრიგოჟინის ამბოხება

გირკინი: პრიგოჟინის მიზანია ბრძოლისუნარიანი დანაყოფით რაც შეიძლება მალე მიაღწიოს მოსკოვს

მაშ ასე, პრიგოჟინის გუნდის სტრატეგიული ჩანაფიქრი უკიდურესად ცხადი, ლოგიკური, ძალიან სარისკოა, მაგრამ გაბედულია და აქვს შანსი უკანმოუბრუნებლობასა და რუსეთის ფედერაციის ყველა ძალოვანი სტრუქტურის დემოტივაციის ატმოსფეროში. როსტოვში გამაგრებულები ყურადღებას იქცევენ და ხისტად გაუშვებენ მოსკოვის რეიდისთვის ყველაზე ბრძოლისუნარიან ქვედანაყოფებს. მათი დავალებაა გვედრი აუარონ ყველა მსხვილ ცენტრს და ეცადონ არ ჩაერთონ ადგილობრივ გარნიზონებთან ბრძოლაში - გაიჭრან მოსკოვისკენ და რადაც არ უნდა დაუჯდეთ, რაც შეიძლება მალე მიაღწიონ მას. შემდეგ გათვლა კეთდება პანიკაზე, ყველა უმაღლესი ჩინოვნიკის გაქცევასა და "ძირს დაგდებული" ძალაუფლების აღებისკენ. შემდეგ პრიგოჟინს მხოლოდ მასთან დასაფიცებლად მივარდნილი ყველა რანგის "უეცრად თვალახელილი" ჩინოვნიკის მიღება და კრემლში საზეიმოდ შესვლა რჩება. "იქ კი ცხადი იქნება" (რა ბედი ელის შემდეგ რუსეთს, კრიმინალსა და ლაქიას, დარწმუნებული ვარ, ყველაზე ნაკლებად ადარდებს, სამაგიერო ის აუცილებლად გახდება "ჯოჯოხეთში საუკეთესო" და ისტორიაში შევა როგორც პირველი კრიმინალი, რომელმაც ჩვენი ბედკრული ქვეყნის მმართველის პოსტი დაიკავა).

ამ სტრატეგიას თავისი დაუცველი წერტილები აქვს: მოსკოვამდე მისვლამდე შესაძლებელია შეჯახება ისეთ დიდ დანაყოფებთან, რომლებიც ბრძოლისუნარიანია და არ სურთ დანებება (ან ნეიტრალიტეტის შენარჩუნება) და ამასთან ერთად, ამ შემთხვევაში, გარდაუვალია მოიერიშე ჯგუფების მომარაგების პრობლემა, რომლებიც, როცა მომარაგებას მოწყვეტილი იქნებიან, რამდენიმე დღეზე მეტს ვერ იბრძოლებენ. მაშინ დამარცხება გარდაუვალი იქნება.

და აქ ვაგნერის სტრატეგებმა კვლავ "გამოიცნეს" გადაჭრის გზა - როსტოვში ძალების ნაწილის "გამაგრება" და იქ მათი ძალისხმევის მიზიდვა, ვინც ჯერ კიდევ მზადაა კრემლისთვის ბრძოლისთვის (ყოველ შემთხვევაში, განზრახვის დონეზე). 

ზოგადად მოსკოვში "მომსახურე ხალხი" ერთი-ორად მეტია, ვიდრე მთელ ვაგნერში და უფრო მეტად ბევრი, ვიდრე მათ დამრტყმელ ჯგუფში. თუმცა რამდენ მათგანს შეუძლია ბრძოლა და საერთოდ დადგებიან თუ არა ამის გასაკეთებლად, ეს დიდი შეკითხვაა. ამაშია მთელი ინტრიგა და ამ ბრწყინვალედ გაბედული "დაწიოკების" შედეგის გასაღები. იმუშავებს თუ არა ეს ჩანაფიქრი, გავიგებთ, შეიძლება უკვე მომდევნო დღეების განმავლობაში.

წერს რუსი ულტრანაციონალისტი და ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ყოფილი დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი, იგორ გირკინი (სტრელკოვი).

კომენტარები