კრიმინალი

გლდანულის ღვთისმშობლის შობის ტაძრის არქიმანდრიტი ნერსე ნარკოდანაშაულის გამო დააკავეს

გლდანულის ღვთისმშობლის ტაძრის არქიმანდრიტი ნერსე ნარკოდანაშაულის გამო დააკავეს. ინფორმაცია თავდაპირველად მთავარმა არხმა გაავრცელა. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს. 

დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. 

კომენტარები