სექსუალური და გენდერული უმცირესობები

ჩერგოლეიშვილი უმცირესობებზე: აქ ითხოვენ უსაფრთხოებას, დასავლეთში ეს პრობლემა არ აქვთ

"მაკდონალდსი აქვთ ამოღებული მიზანში. ეს ძალიან ძველი ამბავია, იმიტომ, რომ ეს ზოგადად არის რუსული პროპაგანდა. მთელი ეს მესიჯები რასაც ხუნდაძე ლაპარაკობდა, რასაც ღარიბაშვილი ბუდაპეშტში საუბრობდა, ბავშვების სქესის გადაკეთება სკოლებში და ასე შემდეგ არის რუსულიდან თარგმნილი მესიჯები, რომელსაც იყენებენ დასავლეთის წინააღმდეგ, თითქოს ჩვენთან ამ საკითხებზე იყოს დისკუსია - გენდერების გარჩევაზე და სქესის გადაკეთებაზე და არა ჩვეულებრივი ადამიანების უსაფრთხოებაზე.

რა ქვეყნების მაგალითზეც ღარიბაშვილი საუბრობს, იქ უმცირესობებს უსაფრთხოების პრობლემა არ აქვთ, ჩვენ რასაც ვითხოვთ აქ არის უსაფრთხოება და ამის გამოყენება უნდათ დასავლეთის წინააღმდეგ, თითქოს ის რომ შენ ადამიანების უსაფრთხოებას და თანასწორობას იცავ კანონის წინაშე, ეს ნიშნავს იმ დისკუსიას რაც დღეს დასავლეთშია.

ეს არის სრული აბსურდი და ემსახურება ერთადერთ რამეს - შიშის კულტივაციას, ადამიანს მუდივად აქვს იდენტობის დაკარგვის შიში და ესეთ არარაციონალურ, გაუნათლებელ ამომრჩეველზე აქვს გათვლა ხელისუფლების პროპაგანდას."

ამბობს ტაბულასა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების [VES] დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი TV პირველის ეთერში. მაკდონალდსის საბავშვო მენიუ, რომელზეც მუსიკოსის, ელტონ ჯონის პირადი ცხოვრებისა და წარმატების გზის შესახებ არის მოყოლილი, ხელისუფლებამ და საპატრიარქომ გააპროტესტა.

კომენტარები