ჩინეთი

კომუნისტურ ჩინეთში უნივერსიტეტების გადასახადი 54%-ით გაიზარდა

REUTERS/Aly Song AUNI

უმაღლესი განათლების ეროვნული ბიუჯეტის შემცირებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მწირი ფინანსების გამო ჩინეთის უნივერსიტეტები მკვეთრად ზრდიან სწავლის საფასურს.

ჩინეთის უნივერსიტეტები, მათგან თითქმის ყველა საჯარო, დიდწილად სახელმწიფო დაფინანსებაზეა დამოკიდებული.

აღმოსავლეთ ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა სწავლის ყოველწლიური საფასური მეცნიერების, ინჟინერიისა და ფიზიკური აღზრდის სპეციალობით დაინტერესებული პირველი კურსელებისთვის 54%-ით 7,700 იუანამდე ($1,082) გაზარდა, ლიბერალურ ხელოვნების სწავლის ღირებულება კი 30%-ით მოიმატა.

აპრილში, შანხაის ფინანსურმა ცენტრმა საჯარო მოსმენის შემდეგ გადაწყვიტა, გაეზარდა სწავლის ის საფასური, რომელიც 20 წელზე მეტი უცვლელი იყო. 

კვლევის ჯგუფმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა უმაღლესი განათლების ექსპერტები, გასულ თვეში ასევე მოითხოვა საერთაშორისო სტუდენტებისთვის საუნივერსიტეტო სწავლის საფასურის ზრდა. კვლევის თანახმად, სასურველია, საერთაშორისო სტუდენტებისთვის ჩინეთში სწავლა 20 000 იუანიდან 110 000-მდე გაიზარდოს.

კომენტარები