ფსონები მაღალია, რადგან ომი ჩვენს საზღვრებთანაა. უკრაინაში აგრესია ყველაზე ბოლო და უკიდურესი გამოვლენაა რუსეთის მცდელობის, შეარყიოს ევროპული ერთიანობა. ეს არის ის, რასაც რუსეთი ცდილობს, 15 წელია, რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა შეარყიოს ევროპის უსაფრთხოება და შეცვალოს ის საკუთარი პირობების მიხედვით. ეს ეტაპები ცნობილია. ვლადიმირ პუტინის მიუნხენში სიტყვით გამოსვლა 2007 წელს მიუნხენში, აგრესია საქართველოს წინააღმდეგ 2008-ში, შემდეგ მოვლენები უკრაინაში 2014 წელს და შემდეგ ისევ – 2022-ში. რასაც რუსეთი ომის დაწყების წინა დღეს ითხოვდა და გაწერილი იყო ხელშეკრულებების პროექტებში, ეს მიუღებელი იყო. ეს იყო ვალდებულებები, რომლის შესრულებაც შეუძლებელი იქნებოდა. NATO-მ შესთავაზა პერსპექტივა უკრაინასა და საქართველოს მათი დაცვის გარეშე, რამაც ეს ორი ქვეყანა რუსეთის შურისძიების სამიზნედ აქცია. ჩვენ არ მივაწოდეთ გარანტიები გარკვეულ ქვეყნებს და ამავდროულად, არ შევაჩერეთ საუბრები რუსეთთან უსაფრთხოებაზე. ასე არ უნდა მოვქცეულიყავით. ამ ყველაფერმა რუსეთზე დამოკიდებულება გაზარდა. თითოეულ ქვეყანას უნდა ჰქონდეს უფლება თავად აირჩიოს მოკავშირეები. როდესაც ქვეყანა ირჩევს დემოკრატიას, გამჭვირვალობასა და თავისუფლებას, ის არასდროს წარმოადგენს საფრთხეს თავისი მეზობლისთვის
tbl.ge/6e2z
დაკოპირდა

თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბრატისლავაში, GLOBSEC 2023-ის ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს.
NATO-საქართველოსაქართველო-NATOსაქართველოNATOუკრაინასაფრანგეთი2008 წლის აგვისტოს ომირუსეთ-უკრაინის 2022-23 წლის ომიყირიმის ანექსიაემანუელ მაკრონი
ამავე თემაზე
- წაქაძე: უკრაინას რუსეთის დამარცხება მოსთხოვეს, ჩვენ, შეიძლება, აშშ-ს დამარცხება მოგვთხოვონ
- საგარეო: მივესალმებით ვილნიუსის სამიტის დასკვნით დოკუმენტში გამოხატულ მხარდაჭერას
- საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის MAP-ი დასჭირდება – NATO-ს სამიტის კომუნიკე
- იან კელი: საქართველოს მთავრობამ უნდა ახსნას, რატომ არ არის NATO-ს მნიშვნელოვან სამიტზე
- სტოლტენბერგი: სამიტზე ვისაუბრებთ საქართველოსთან პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელობაზე