ვლადიმირ პუტინი

პუტინის ახალი კანონი ანექსირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარებას შესაძლებელს გახდის

ვლადიმირ პუტინი 2023 წლის 21 თებერვლის ფედერალური კრებისადმი მიმართვაზე.
კრემლი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო ცვლილებას საომარი მდგომარეობის შესახებ კანონში, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინაში რუსეთის მიერ ანექსირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარებას და მოსახლეობის დეპორტაციას შესაძლებელს გახდის.

მანამდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის კანონმდებლობა არ იძლეოდა ფედერალური, რეგიონული ან ადგილობრივი არჩევნების ან რეფერენდუმის ჩატარების უფლებას. თუმცა, ახალი წესების მიხედვით, ეს შეზღუდვა იმ შემთხვევებზე აღარ გავრცელდება, როცა არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილებას ცენტრალური საარჩევნო კომისია, ფედერალურ აღმასრულებელ ორგანოსთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს.

კომენტარები