რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის საჰაერო ძალებმა კიევის მიმართულებით გაშვებული 40-ზე მეტი დრონი ჩამოაგდო 

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 28 მაისის ღამეს, წინასწარი მონაცემებით, 40-ზე მეტი რუსული დრონი ჩამოაგდეს. ადმინისტრაციის ინფორმაციით,  თავდასხმა დედაქალაქზე აქამდე განხორციელებულ თავდასხმებს შორის ყველაზე მასიური იყო.

"მაისის დასაწყისიდან მეთოთხმეტე საჰაერო თავდასხმა დედაქალაქზე! დღეს, მტერმა გადაწყვიტა "მიულოცოს" კიევს კიევის დღე მათი მომაკვდინებელი უპილოტო საფრენი აპარატების დახმარებით.

წინასწარი მონაცემებით, ეს იყო ყველაზე მასიური თავდასხმა დედაქალაქზე სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ, კერძოდ, შაჰედის უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით. შეტევა რამდენიმე ტალღად განხორციელდა და საჰაერო განგაში 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა!" - წერს სამხედრო ადმინისტრაცია.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად კიევის სხვადასხვა რაიონში არის მსხვერპლი და განადგურებული ინფრასტრუქტურა.

კომენტარები